არქივი

და რა არის ბარამბო ..?

caacca8793ab

ალბათ ყველას გეცნობათ ეს კითხვა. 3-4 დღის განმავლობაში წალეკა ტელევიზიები რეკლამამ ამ ფარზით. პირადად მე ლამის ნევროზი გამიჩნდა! სხვა ტელეარხებზე ნაკლებად, მაგრამ რუსთავი 2-ზე ზუსტად ყოველ 1, ან უკეთეს შემთხვევაში 2 რეკლამის შემდეგ ყურს მჭრიდა კითხვა: და რა არის ბარამბო ?  :dasja:  ხოდა ამ ერთი დღის წინათ ისევ წალეკა ტელევიზიები ამ ბარამბოს რეკლამამ, მაგრამ ეხლა უკვე თუ რას ნიშნავს იმის ახსნით. მოკლედ გაირკვა, რომ ეს ჩვენი ბარამბო ახალი ტკბილეულის საწარმო ყოფილა.

e5fa450e258a

უფრო ზუსტად:

ეს ქართული შოკოლადისა და ტკიბილეულის ახალი ბრენდია. დასახელების ათობით სახეობის შოკოლადი კი, უკვე იყიდება. ტკბილეულის მწარმოებელ ქარხანაში ჟურნალისტებისათვის მედია-ტური მოეწყო. ბელგიურ ნედლეულზე დამზადებული ქართული პროდუქტი, ევროპულ ანალოგებს შეესაბამება. საკონდიტრო ქარხანა 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. ‘’ბარამბო’’თანამედროვე ევროპული მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. -ო წავიკითხე imedi.ge – ზე.

138d860cf9c0

იმედია გემრიელი მაინც იქნება … smileys

მსგავსი ამბები

Back to top button