ახალი ამბებისასარგებლო

როგორ დავამატო პოსტი ბლოგზე (ვერსია #2)

ეს პოსტი არის მათთვის, ვისაც სურვილი აქვს პოსტის დამატების და არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს და მათთვისაც, ვინც უკვე ჩვენი სტაჟიანი ავტორია.

ბლოგზე პოსტის დამატება ძალიან გამარტივდა, რადგან რადიკალის სურათების ასატვირთ სერვერს დაემატა ძალიან მოსახერხებელი ფუნქცია. ამის შესახებ გაიგებთ ვიდეოში.

აუცილებლად უყურეთ ყველამ, ვინც უკვე ამატებთ პოსტებს ბლოგზე და რათქმა უნდა მათ ვინც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას

უყურეთ ამ 5 წუთიან ვიდეოს და თქვენ უპრობლემოდ მოახერხებთ საკუთარი პოსტის დადებას ბლოგზე იმის მიუხედავად თუ რამდენად კარგად ერკვევით კომპიუტერებში.

რატომ უნდა დაამატოთ პოსტი?
1. თუ გაქვთ რაიმე უნიკალური ინფორმაცია და გინდათ სხვასაც გააგებინოთ.
2. თუ გსურთ გააცნოთ ხალხს საკუთარი შეხედულებები ან აზრები
3. უბრალოდ თუ გსურთ თქვენი პოსტი იხილოს უამრავმა ადამიანმა
4. უბრალოდ თუ გსურთ გახდეთ პოპულარული უცნაურ ბლოგზე
5. დაეხმაროთ უცნაურ ბლოგს განვითარებაში
6. და ა.შ.

პოსტის დამატების პროცესი ბევრად გამარტივდა და ჭირდება ნაკლები დრო და ენერგია :)

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც დაამატებთ პოსტს. ამით თქვენ ეხმარებით უცნაურ ბლოგს განვითარებაში. იმ ავტორებს, რომლებიც დააგროვებენ გამოქვეყნებულ მინიმუმ 20 პოსტს, სურვილის შემთხვევაში თქვენ მოხვდებით უცნური ბლოგის ავტორებში. ამისათვის საჭიროა მოგვწეროთ კონტაქტიდან თქვენი სახელი, გვარი და ნიკი ბლოგზე.

იხილეთ ვიდეო myvideo.ge-ზე.

თუ გადაწყვეტთ პოსტის დაწერას, გადახედეთ უცნაური ბლოგის წესებს:

1. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის!
1.1 აუცილებელია ყველა პოსტი გაფორმდეს სურათით (გარდა ვიდეო პოსტისა) და მცირე კომენტარით. სწორად იყოს შევსებული ყველა აუცილებელი ველი.
1.2 აკრძალულია ყველანაირი სახის პოლიტიკური თემატიკის პოსტები!
1.3 აკრძალულია ყველანაირი სახის რელიგიური თემატიკის პოსტები! (გარდა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების მილოცვებისა და გამონაკლისებისა)
1.4 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
1.5 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.
1.6 აკრძალულია პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.
1.7 უცხოური რესურსიდან (ნებისმიერი საშუალებიდან) თარგმნილი ინფორმაცია, რომელსაც დადებთ პოსტად, ხდება თქვენი საკუთრება და არ არის აუცილებელი წყაროს მითითება.

2. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის გასათვალისწინებელია
2.1 უცნაურ ბლოგზე პოსტის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.
2.2 უცნაურ ბლოგზე პოსტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება ბლოგის ედიტორების და ადმინისტრატორების მიერ.
2.3 უცნაურ ბლოგზე პოსტის დამატება შესაძლებელია გაჭიანურდეს მაქსიმუმ 1-2 დღით, რისი მიზეზიც არის ბლოგის კონტენტის დაბალანსება.
2.4 პოსტების გამოქვეყნება-არ გამოქვეყნებას წყვეტს მხოლოდ ედიტორი ან ადმინისტრატორი. პოსტების არ გამოქვეყნება ან წაშლა არ თანხმდება ავტორებთან.
2.4 პრეტენზიები პოსტების არ გამოქვეყნებასთან ან წაშლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოთქვათ ამ გვერდზე. საჭიროა მიუთითოთ თქვენი ნიკი ბლოგზე და პოსტის სრული სათაური.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close