გართობაუცნაური

ბავშვები.. დიდები.. და უცნაური ისტორიები

c14fd8c81640
თქვენ იხილავთ ბავშვებს და მათი დაბადების უცნაურ ისტორიებს, რომელიც ერთგვარად სახალისოცაა და მტკივნეულიც : )

ecfafd466a70
ტყუპები სხვადასხვა მამით
მია ვაშინგტონს გაუჩნდა ტყუპი ბიჭები , თუმცა ერთის მამა არის მისი ქმარი, ხოლო მეორეს მამა კი სხვა კაცი. ესეთი მოვლენა რა თქმა უნდა იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა თურმე მაინც არსებობს (heteropaterna superfecun dation). ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა მოიმოქმედა მისტერ ვაშინგტონმა, ანუ მიას ქმარმა, გაამათრახა, გაძუყნა, თმა დააწიწკნ-დააპუტა თუ თვალზე საშინელებათა ფილმის მაკიაჟი უფასოდ გაუკეთა ყოველგვარი საღებავებისა და პარფიუმერიის დახმარების გარეშე?! (როგორც ქართველი მამაკაცი იზავდა) არც-ერთი და არც მეორე,მან მეორე ტყუპი შვილად აიყვანა და ისე ზრდის, როგორც საკუთარს.

6434711b645f

სხვადასხვა ფერის ტყუპები
შანსი იმისა, რომ ტყუპები დაიბადონ სხვადასხვა კანის ფერით, არის მილიონიდან ერთი, თუმცა მსოფლიო რის მსოფლიოა ასეთი გამონაკლისები რომ არ მოგვივლინოს, აგერ არის ამის მაგალითიც, ბრიტანელი წყვილის თავს დატრიალდა ასეთი სიხარული : ) მაია და ლეა დურანტები დაიბადნენ 2008 წლის დეკემბერში, ხოლო მათი უფროსი დები (ასევე ტყუპები) ჰეილი და ლორენი უკვე 7 წლისები იყვნენ. მაია ჰქოდა შავი თმა და კანის შავი ფერი, როგორც მამას, დენ დურანტს და უფროს დას – ჰეილის, ხოლო ლეას ჰქონდა ცისფერი თვალები და ღია ფერის კანი, როგორც დედას, ელისონ სპუნერს და უფროს დას ლორენს.

ec1a7e8497af

ყველაზე ასაკოვანი დედა

2008 წელს, 70 წლის ასაკში Rajo Devi გახდა დედა. ის და მისი ქმარი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ რაიმე გაეკეთებინათ უშვილობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბავშვზე ოცნება ფაქტიურად უაზრო გახდა, როცა რაჯოს კლიმაქსის პერიოდი დაეწყო 50 წლის ასაკში. თუმცა გამოჩნდა ხსნის გზაც, ცოლ-ქმარმა ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა. რაჯოს საშვილოშნოში ამ გზით მოხვდა მისი 72 წლის ქმრისა და დონორის განაყოფიერებული სპერმა და კვერცხუჯრედი. 6 დეკემბერს კი გოგონა გაჩნდა. დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელები არიან. ის კი არადა, თურმე მოხუცები კიდევ აპირებენ იგივე პროცედურას მიმართონ, ამჯერად ბიჭი სურთ : )))

3351523def76

ნაადრევად მოვლენილი ბავშვი

James Elgin Gil დაიბადა 1987 წლის 20 მაისს ოტავაში, კანადაში და სწორედ ისაა დღესდღეობით დაფიქსირებულ ბავშვთაგან ყველაზე ნაადრევად მოვლენილი და ცოცხალი ადამიანი. ის დაიბადა 21 კვირისა და 5 დღის, ანუ წესით დაბადებამდე 18 კვირა ჰქონდა დარჩენილი.
უფრო ნათლად რომ დავინახოთ სიტუაციის სირთულე, გეტყვით რომ 22 კვირაზე ადრე დაბადებული ბავშვის გადარჩენის შანსი 10%-ზე ნაკლებია. ბევრი საავადმყოფო უარს ამბობს ამხელა ნაყოფის დახმარების გაწევაზე. თუმცა ჯეიმსი ბედნიერი აღმოჩნდა, ალბათ უფრო თავისი წონის გამო გაუმართლა, იგი 482 გრამი დაიბადა.
ასეთ ბავშვებში მეორე ადგილზე Amillia Sonja Taylor-ია ფლორიდიდან (აშშ),რომელიც სურათზეა გამოსახული, ის დაიბადა 21 კვირისა და 6 დღის, მაგრამ იწონიდა მხოლოდ 286 გრამს. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად და ასეც მოხდა.

d041b0513e21

ბავშვი, რომელიც ტუალეტში გაჩნდა

Bhuri Kalbi-ს გოგონას არც ისე შესაშური, მაგრამ ამ ქვეყანაზე მოვლენის უცნაური ისტორია აქვს. ბჰური იმ დროს ინდოეთში მატარებლით მგზავრბდა. კლმბი მხოლოდ 7 თვის ორსული იყო და სულაც არ ელოდებოდა მშობიარობას. იგი ვერ მიხვდა სინამდვილეში რა ხდებოდა და მოეჩვენა, რომ უბრალოდ ტუალეტში უნდოდა. იქ შესვლას კი სულ სხვა რაღაც მოჰყვა. ბავშვი კი არც მეტი, არც ნაკლები, ტუალეტის ხვრელით მოძრავი მატარებლიდან აღმოჩნდა ქვევით, მიწაზე. შემდეგ კი, გაგზავნილი შეტყობინების წყალობით, სადგურთან იპოვეს ბავშვი, რომელიც გადარჩა კიდეც და თავს მშვენივრად გრძნობს.

f8e3bf181a17
ხეზე დაბადებული ბავშვი

Carolina Chirindza-მ თავის ბავშვს Rositha-ს სიცოცხლე ხეზე ასულმა აჩუქა. 2000 წელს მოზამბიკში კაროლინას სახლი წყალდიდობამ გაანადგურა და ქალი იძულებული გახდა ხეზე ასვლით ეშველა თავისთვის, რადგან ქვევით მოსრიალე ნიანგები ალერსიანად აკრაჭუნებდნენ კბილებს. კაროლინა 4 დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლის გარეშე ხეზე ელოდა შველას. მეოთხე დღეს კი პატარა გოგონა მოევლინა ქვეყანას. სამხრეთ აფრიკის სამხედრო ვერტმფრენებმა დედა-შვილს მალევე აღმოუჩინა დახმარება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button