საკითხავისამხედროსასარგებლო

ავარია 11600 მეტრ სიმაღლეზე და ატომური იარაღი…

e827dfa67125
1958 წლის 5 თებერვალს აშშ_ში,კუნძულ ტაიბის(ჯორჯიის შტატი) თავზე ერთმანეთს შეეხაჯა ორი თვითმფრინავი: მოიერიშე B-47 და გამანადგურებელი F-86.შეხაჯების შედეგად F-86 აფეთქდა,ხოლო B-47_ს ფრთა დაუზიანდა და სწრაფად კარგავდა სიმაღლეს და წონასწორობას. ალბად იფიქრებთ აქ რა არის ასეთი განსაკუთრებულიო ხოო?

საქმე იმაში იყო,რომ მოიერიშე B-47 ახორციელებდა სასწავლო ფრენას და აღჭურვილი იყო წყალბადის(ატომური) ბომბით(წონა 3500 კგ;180 კგ ასაფეთქებელი და გარკვეული ოდენობა გამდიდრებული ურანის ნარევით).

B-47
63de24eca508

F-86
c687a6f3bce2

შეჯახება მოხდა 2 საათზე,დაახლოებით 11600 მეტრის სიმაღლეზე,რადარზე მათ ერთმანეთი ვერ შეამჩნიეს და შეეჯახნენ.F-86_ის პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა.ხოლო B-47_ის ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება და წყალბადის ბომბი ჩააგდო ოკეანეში 2200 მეტრ სიმაღლიდან.საბედნიეროდ ბომბი არ აფეთქდა.ხოლო ეკიპაჟმა როგორღაც მოახერხა და დაზიანების მიუხედავად დასვეს თვითმფრინავი და უვნებლად გადარჩნენ.
დაკარგულ,აუფეთქებელ წყალბადის ბომბს დიდ ხანს ეძებდნენ,მაგრამ უშედეგოდ.დღესაც უკვალოდაა დაკარგული.სავარაუდოდ ის ოკეანის ფსკერზე უნდა იყოს 1,5-4,5 კმ_ის სიღრმეზე,მაგრამ ზუსტი ადგილი უცნობია.

აშშ_ის მთავრობა დიდი ყურადღებით იძიებდა ამ საქმეს-აღმოჩნდა რომ ეს ბომბი მართლაც საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეიცავდა ურანსა და პლუტონიუმს.2001 წელს გახმაურდა უცნობი დეტალები,რომელთა მიხედვით აფეთქება არ მოხდა იმ მიზეზით რომ ატომური(ამმოქმედი) კაფსულა არ იყო საბრძოლო.სწორედ ეს კაპსულა იწვევს ბირთვულ რეაქციას და აფეთქებას.საბრძოლო კაფსულის შემთხვევაში კი აფეთქება და კატასტროფა გარდაუვალი იყო…ასე გადაურჩა აშშ 1958 წელს ატომურ აფეთქებას…

წყარო:www.npr.org…www.wikipedia.org…

მსგავსი ამბები

Back to top button