წარმოგიდგენთ რამდენიმე გინესის რეკორდს.
სურათზე არის ბრიტანელი ტომას ბრეკტორნი რომელმაც 38 კილოიანი დრელე ჩაიდო პირში.(დრელე ჩართული იყო და ტომას ბრეკტორნმა იგი 3 წამის მანძილზე გაიჩერა).
იტალიაში პოლიციამ დააკავა მძარცველი რომელმაც საათნახევარში გაძარცვა 5 ბანკი. ანუ დაახლოებით ერთი ბანკის გაძარცვას ანდომებდა 20 წუთს. ამ 5 ძარცვიდან მან 2000 ევროზე მეტი იშოვა. თუმცა ვიდეო კამერების საშუალებით იგი მეორე დღესვე დააკავეს.
კეიტი ჯანგის წელის გარშემოწერილობა 53,3 სმ შეადგენს და იგი 71 წლისაა.
პორტუგალიაში დამყარდა მსოფლიოს ახალი გინესის რეკორდი სანტა-კლაუსების შეკრებაში. 14 200-მა სანტაკლაუსმა ქალაქში ერთად მოიყარა თავი.
24 წლის რუთ რეინოლდსმა 30 წამში აკოცა 42 ბიჭს და ამით წინა რეკორდი (36 ბიჭი) გააუმჯობესა.
13 ივლისს ბირმინგემში შეიკრიბა 582 დრამერი რომლებიც 5 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ერთ რითმში.