საკითხავისასარგებლო

სალვატორე ჯულიანო…

17e8dd0966ff
სალვატორე ჯულიანო (1922-1950)-წარმოადგენდა სიცილიელ უბრალო გლეხს.მისმა სოციალურმა სტატუსმა ის აიძულა რომ გამხდარიყო ყაჩაღი და სეპარატისტი.მასზე ლეგენდები დადიოდა როგორც მის სიცოცხლეში,ასევე სიკვდილის შემდეგაც.ის თავისი დროის ერთგვარად რობინ ჰუდის განსახიერებას წარმოადგენდა–ძარცვავდა მდიდრებს და ფულს ღარიბთა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ხარჯავდა.
სალვატორე ჯულიანო დაიბადა 1922 წელს იტალიაში,კუნძულ სიცილიაზე, პალერმოს პროვინციულ დასახლება მონტელეპრეში.ის ოჯახში მეოთხე შვილი იყო.ადრეული ასაკიდან მამას ეხმარებოდა ყოფით საქმეებში,13 წლისა კი მუშაობდა ზეთისხილის გადამზიდავად,გზების მშენებლობაზე და ტელეფონის შემკეთებლად.
19 წლისა როცა შესრულდა მას ჯარში იტალიის ჯარში იწვევდნენ მაგრამ ასე არ მოხდა–იმ დროს მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა,იტალია კი ფაშისტური გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა.ამ დროს ანტიფაშისტური კოალიციის დასავლეთმა ფრთამ (აშშ და დიდი ბრიტანეთი) სიცილიაზე დესანტი გადმოსხა და პრაქტიკულად დაიკავა კუნძული.ამის შემდეგ კი სალვატორეს ჯარში რათქმაუნდა აღარავინ გაიწვევდა.
სალვატორე შემდგომ წლებში დაინტერესდა იარაღის „შავი ბაზრით“,ის შეიარაღდა და ასე იცავდა თავს იმ ბანდებისგან რომელიც სიცილიაში მრავლად იყო.

4cb791c22540

1943 წლის სექტემბერში სალვატორეს უკანონოდ გადაჰქონდა ხორბლის დიდი რაოდენობდა,როცა ის შეაჩერა კარაბინერმა(პოლიციელი იტალიაში) და საბუთები მოსთხოვა,ჯულიანომ კი გაქცევა სცადა,კარაბინერმა ორჯერ გაისროლა,ამას ჯულიანოს საპასუხო სროლა მოჰყვა და კარაბინერი მოკვდა.სალვატორეც დაჭრილი აღმოჩნდა.ამ ფაქტის შემდეგ ის მშობლიურ მონტელეპრეში იმალებოდა.კარაბინერებმა კი მასზე ძებნა გამოაცხადეს.ძებნამ შედეგი გამოიღო და გაიგეს მისი ადგილსამყოფელი და სახლს ალყა შემოარტყეს,დააპატიმრეს მისი მამა და რამოდენიმე ოჯახის წევრი,მაგრამ სალვატორე ისევ გაიქცა და ეხლა უკვე საგანას მთაზე არსებულ ტყეს შეაფარა თავი.
შემოიკრიბა 50 მდე ცნობილი ყაჩაღი და შექმნა ბანდა,რომელიც საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდა,წევრების უმეტესობა იყო დახელოვნებული მსროლელი.ბანდამ პირველი იერიში ციხეზე მიიტანა სადაც სალვატორეს მამა იმყოფებოდა,კარაბინერები მზად არ აღმოჩნდნენ ამისთვის და მათგან დიდი მსხვერპლი მოჰყვა ამ თავდასხმას.ბანდამ ეს ოპერაცია წარმატებით ჩაატარა და პატიმრები გაათავისუფლეს.

b860ec7bcfe3

9393e09c3b5e

სალვატორე ჯულიანო აქტიურად თანამშრომლობა სიცილიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სეპარატისტულ ორგანიზაციასთან,ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ ცნობილი სიცილიელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოგვაწეები.ორგანიზაციას კავშირი ჰქონდა სიცილიურ მაფიასთან.
1945 წლიდან სალვატორეს და ამ ორგანიზაციის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადადის.ჯულიანო ხდება ამ ორგანიზაციის შეიარაღებული დაჯგუფების AVIS_ის წევრი–პოლკოვნიკის წოდებით.მას ორგანიზაციის ლიდერები გამარჯვების შემთხვევაში(თუ სიცილია გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა) სიტყვას აძლევდნენ,რომ ყველა დანაშაულს აპატიებდნენ.სალვატორე პრაქტიკულად ამ დაჯგუფების ლიდერი იყო.

1946 წელს მოხდა სერიოზული ბრძოლა EVIS_სა და კარაბინერებს შორის.რამოდენიმე ათასი კაცი მონაწილეობდა ამ ბრძოლაში.სალვატორე ჯულიანო იტალიის მთავრობის მთავარ „თავის ტკივილად“ იქცა.ბევრი ცდის მიუხედავად ის მაინც ხელშეუხებელი იყო და ბრძოლას განაგრძობდა სიცილიის დამოპუკიდებლობისთვის.
სალვატორემ წერილიც კი გაუგზავნა აშშ–ს პრეზიდენტ ტრუმენს–ის თხოვდა აშშ_ს რომ სიცილიელებს დახმარებოდნენ ამ ბრძოლაში.

ბოლოს იტალიის ხელისუფლებამ სალვატორეს სეპარატისტულ დაჯგუფებას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და მთავარ მიზნად დაისახეს მისი ლიკვიდაცია.მიუხედავად ამისა ჯულიანო მაინ აგრძელებდა ბრძოლას-მისმა დაჯგუფებამ კიდევ რამოდენიმე მათი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი გამოასალმა სიცოცხლეს.საპასუხოდ კარაბინერებმა გაზარდეს პრემიალური თანხა ჯულიანოს დაპატიმრებისათვის ან სიკვდილისათვის.1000 მდე სამხედრო და პოლიციელი მონაწილეობდა მისი ლიკვიდაციის ოპერაციაში.ერთ-ერთმა ასეთმა ოპერაციამ შედეგი გამოიღო და სალვატორე ჯულიონო მოკლეს.ეს მოხდა 1950 წლის 5 ივლისს-კარაბინერთა კაპიტანმა მიაგნო მის ადგილსამყოფელს და ესროლა.შემგომ კაპიტანმა განაცხადა რომ ის სალვატორეს დაპატიმრებას გეგმავდა,მაგრამ წააწყდა წინააღმდეგობას და იძულებული გახდა რათა მოეკლა სალვატორე…

b0d9617f3972

სალვატორეს სიკვდილმა მოსახლეობის და მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო.უმეტესობა მას მოიხსენიება როგორც გმირს,სიმბოლოს სიცილიისა…

75a467961f6f />

სალვატორე ჯულიანოს შესახებ გადაღებულია რამოდენიმე ფილმი-ყველაზე ცნობილი 1987 წელს გამოვიადა,მტავარ როლში კრისტოფერ ლამბერტი.

8720bfd2bdea

ხოლო რომან “ნათლიის” ავტორმა- მარიო პიუზომ მას მიუძღვნა თავისი ნაშრომი “სიცილიელი”.

0363b86ac08e

წყარო:www.wikipedia.org…www.salvatoregiuliano.sicilian.net

მსგავსი ამბები

Back to top button