გართობაუცნაური

განსაცვიფრებელი ბუნებრივი ანომალიები, რომელთა შესახებ ალბათ არ გსმენიათ

image

1.ჩინეთში არსებობს მდინარე ჩანჩქერით, რომელიც ზამთრობით არასოდეს არ იყინება -30 გრადუსზეც კი. სამაგიეროდ შუა ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, ნაკადის გარკვეული ნაწილი იყინება აუხსნელი მიზეზის გამო.

image

 

2.ყაზახეთში მდებარე ეს პაწაწინა ბუნებრივი წყალსაცავი არ შრება თვით პაპანაქება ზაფხულშიც კი და წყალი მასში ყინულივით ცივი რჩება. აქ არ ხარობს წყალმცენარეები და არ არის თევზები. წყალსაცავის სრული გამოკვლევის ჩატარება ვერ ხერხდება, რადგან აკვალანგისტები, სავსე ჟანგბადის ბალონითაც კი, უკვე 3 წუთის შემდეგ გაგუდვას იწყებენ ამოუცნობი მიზეზის გამო.

image

3.ინდოეთში, ასამის შტატში, არის “ჩამოცვენილი ფრინველების ველი”. ყოველ წლის აგვისტოში, შუაღამისას, აქ ციდან ცვენას იწყებენ ფრინველები. ამასთანავე, ფრინველები ნახევრად უგრძნობ მდგომარეობაში არიან და გაფრენასაც არ ცდილობენ, როცა ადამიანს ისინი ხელში აჰყავს. რა განაპირობებს ჩიტების ჩამოცვენას, ეს ჯერჯერობით აუხსნელია.

image

4.ვულემი-ეს არის პრეისტორიული მცენარე, რომლის არსებობის თვით ფაქტიც კი დიდი ხნის განამვლობაში ავსტრალიის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. ეს მცენარე ფიჭვის სახეობაა, რომლის ასაკიც 150 მილიონ წელს ითვლის.

image

5.გამოიკვლიეს რა ფორმები ჩრდილო ყინულოვანი ოკეანისა და ანტარქტიდისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი კონტურები საოცრად ემთხვევა ერთმანეთს. გამოთქმული იყო აზრი, რომ უზარმაზარი მეტეორიტის ჩამოვარდნის გამო ანტარქტიდის კონტინენტი თითქოს გაიტყორცნა დედამიწის მეორე მხარეს.. სხვათა შორის, ამ აზრს საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს.

image

6.კანოს სპორები-ესაა ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც ქარვის ნატეხში აღმოაჩინა მეცნიერმა რაულ კანომ. საოცარი ისაა, რომ მინერალში ცოცხალი ორგანიზმები მოხვდნენ 25 მილიონი წლის წინ.

image

7.რომთან ახლოს მდებარეობს ირიდიუმის ანომალია. ამ ადგილას ნიადაგში ირიდიუმის შემცველობა 300-ჯერ აჭარბებს ნორმას. მისი ფენა დევს კაინოზოურ და მეზოზოურ გეოლოგიურ საზღვრებს შორის, ანუ იქ, სადაც გადაშენდნენ დინოზავრები. ასეთივე ანომალიები ნაპოვნია ირლანდიაში, კასპიის ზღვის პირას და ესპანეთში. შესაძლებელია, ეს არის მეტეორიტის ჩამოვარდნის კვალი.

image

8.არსებობს ბუნებრივი მოვლენა სახეწოდებით “ჭექა-ქუხილის ზონა”.

ეს არის მაღალი ძაბვის ზონა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწაზე მეხის ჩამოვარდნის შედეგად. ამ ადგილის გავლის დროს ადამიანი იღუპება. საბედნიეროდ, ენერგეტიკული ველი მეხის ჩამოვარდნიდან მხოლოდ რამოდენიმე წუთს არსებობს და მალევე ქრება.

image

9.ნულოვანი დრეიფი-ესაა იდუმალი მოვლენა, რომელიც ყველა მაღალი სიზუსტის ზემგრძნობიარე ხელსაწყოს ახასიათებს. უზუსტესი მეტროლოგიური გაზომების დროს შეცდომები მეორდება უცვლელი შუალედებით. გარემო გამუდმებით ცვლის პარამეტრებს და გავლენას ახდენს ხელსაწყოების შკალებზე. თუ რა იწვევს ამ ცვლილებას-ეს ჯერჯერობით გამოკვლეული არაა.

image

10.”დროსოლიდეს”-ეს სიტყვა ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ნესტის წვეთები”. ასე ეწოდება მოვლენას, რომელიც რეგულარულად მეორდება ყოველ ზაფხულს კუნძულ კრეტას სანაპიროსთან. მოვლენა ხდება გამთენიის ხანს, როცა ჰაერში წყლის წვეთები კონდენსირდება და სქელი ნისლი წარმოიშობა. უამრავი თვითმხილველი აღწერს, თუ მათ თვალწინ ფრანკო-კასტელოს ციხესიმაგრესთან ახლოს როგორ იმართება ბრძოლის სცენა. გამოკვეთილად იმის ყვირილი, საბრძოლო წამოძახილები და იარაღის ხმა. მირაჟი წარმოიქმნება ზღვის სანაპიროზე, ნელ-ნელა მოდის ციხესიმაგრისაკენ და მის კედლებთან წყდება. ისტორიკოსები ყვებიან, რომ ზუსტად ამ ადგილას 150 წლის წინ გაიმართა ბრძოლა ბერძნებსა და თურქებს შორის. სწორედ ამ ბრძოლის გამოსახულება, რომელიც დროში მოგზაურობს, იკვეთება კუნძულის სანაპიროზე ფრანკო-კასტელოს ციხესიმაგრესთან დილის ნისლში.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button