არქივი

რამოდენიმე შეკითხვა რა? სად? როდის?

20e3e885d054

1. პაბლო პიკასო — 290, მარკ შაგალი — 220, სალვადორ დალი — 128, ალბრეჰტ დიურერი — 116. ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერი მხატვრისათვის დიდი პატივია, მაგრამ ამ სიაში ციფრებს ისინი სულაც არ ცვლიან. ვინ ცვლის ამ ციფრებს?

2. კოკო შანელი ამბობდა: “20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა; 30 წლის შემდეგ — რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით”. ხოლო რომელი სახე გაქვთ, შანელის აზრით, 50 წლის შემდეგ?

3. სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება, ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის ტუალეტებშიც და ლიფტშიც კი არის… რა?

4. თბილისში, ერთ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდებოდა დიდი საშლელი (დაახლოებით 20×5 სმ) ორიგინალური წარწერით: “BIG eraser for BIG …” დაასრულეთ წარწერა.

5. საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური …” დაასრულეთ ფრაზა.

6. მას ეშმაკის ბიბლიას უწოდებენ მასში ამოვიცნობთ როგორც რელიგიურ სიმბოლოს ასევე ფრინველს, სამშენებლო მასალასა და ადამიანის ორგანოს. რას უწოდებენ ეშმაკის ბიბლიას?

პასუხები დაწერეთ კომენტარებში ნომრების მიხედვით…

მსგავსი ამბები

Back to top button