არქივი

NARUTO

08825984ca4e

უცნაურზე რამოდენიმე პოსტი დაიდო სხვადასხვა ანიმეზე და გულმა არ მომითმინა ჩემს საყვარელ ანიმეზე, ნარუტოზე არ დამეწერა :)

ნარუტო — მანგა, რომელის ავტორია მასაში კისიმოტო.

cfc73cc162a6

სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა დღესდღეისობით გამოსულია 575 მანგა (დღეს 576 გამოდის უუუჰჰჰ მაგარი იქნება).

d2faee2d6cff

სერიალი უკვე 12 წელია გამოდის და გამოსულია 220 სერია (პირველ ნაწილში) და 251 სერია (მეორე ნაწილში).

სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ გვხვდება.

ნარუტო უზუმაკი−სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია.

99d64ed7aed3

მამამისმა ახალდდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელს(კონოჰა) გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქციელი. იმავე დღეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

12787f684193.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან, რომ არაფერი ვთქვათ მასზე უმცროსებზე არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე.ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამგვარი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო.

9f875c24d80e

შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები.

e231459de926

კაკაში ჰატაკე მისი მასწავლებელი

5d7a6fdabd03

სენსეი და ჯირაიამ რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა.

5bd11515fc58

დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო კლონის ძიუცუს ვერ შეასრულებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს.

d0f296c9d599

ამის შემდეგ იგი საბოლოოდ გენინის წოდებას მიიღებს. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან, უჩია სასკესთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, რომელთა ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაში.

ახლა ნინძების რანგებზე (ჩუნინი, ჯონინი, გენინი და ა.შ)

bf2b189c1022

პორველი აკადემიის (სკოლის) მოწავლე

7c2ab3b8fb5f

გენინი არის ნინძის ყველაზე დაბალი წოდება(სკოლის მოსწავლე) .გენინებს ყოფენ გუნდებად, თითოეული გუნდი შედგება სამი გენინისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯონინი. გენინები ჩვეულებრივ ასრულებენ D და C რანგის მისიებს.

ranks naruto Gennin

ჩუნინი-საშუალო ნინძა. მათ მოვალეობაში შედის დამწყებ ნინძებზე მეთვალყურეობა, ზოგიერთი ჩუნინი აკადემიის მასწავლებელიცაა. გენინებმა რომ მიიღონ ჩუნინის წოდება, უნდა ჩააბარონ გამოცდები(“ჩუნინების გამოცდები”), რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ. ჩუნინებს ძირითადად გზავნიან B რანგის მისიებზე.

ranks naruto Chunnin

ჯონინი-უმაღლესი, მაღალკვალიფიცირებული ნინძა. ასრულებენ ჩვეულებრივ A რანგის მისიებს, ზოგიერთი მათგანი კი S რანგისაც(ურთულესი მისია). ზოგიერთ ჯონინს ანდობაენ სამ გენინს მოსწავლეებად, რომ კარგად განავითარონ ილეთები.

ranks naruto Jounnin

აგეს(იაპონ. ჩრდილი) ტიტულის მფლობელი არის ერთერთი ხუთი უძლიერესი ნინძა ნარუტოს სამყაროში, S რანგის ნინძები, ფლობენ ასეულობით ჯუცუს და გამოირჩევიან დიდი ჭკუით. ფაქტიურად კაგე თავისი ქვეყნის მმართველად ითვლება.

476ac063e7b1

სახელი კაგე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად იცვლება:
ჰოკაგე(იაპონ. ცეცხლის ჩრდილი)- მმართველი ცეცხლის ქვეყანაში
კაზეკაგე(იაპონ. ჰაერის ჩრდილი)- მმართველი ჰაერის ქვეყანაში
მიზუკაგე(იაპონ. წყლის ჩრდილი)- მმართველი წყლის ქვეყანაში
რაიკაგე(იაპონ. ელვის ჩრდილი) – მმართველი ელვის ქვეყანაში
ცუჩიკაგე(იაპონ. მიწის ჩრდილი) – მმართველი მიწის ქვეყანაში

სულ ეს იყო თუ კიდე რამემ დაგაინტერესოთ მკითხეთ

P.S უყურეთ ნარუტოს არ ინანებთ

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button