ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სიყვარულის დღის წინააღმდეგ

9bf34c230410

უთხარი სიყვარულს არა, ალბათ ეს სათაური უფრო შეეფერებოდა იმ აქციას და პროტესტის წერილს, რომელსაც ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” მიმართავს. მათ ბუკლეტებიც კი დაბეჭდეს და ქუჩებში დაარიგეს, რათა ხმა მიაწვდინონ ,,გზიდან ამცდარ” ახალგაზრდობას (თვითონ გზაზე დგანან). ბუკლეტის ბოლოს მეტად საინტერესო რამაა მიწერილი, თუმცა ჯერ თვითონ შინაარს გავეცნოთ, სხვათაშორის მგონი ეს ტექსტი აღელვების ნიადაგზეა დაწერილი, იმხელა სულის თრთოლა და აღტყინება დევს, რომ რამდენჯერმე გადავიკითხე კიდეც : )

488f424319ba

77f9d2af275a

რა თქმა უნდა ამ ფურცლებიდან მშობელთა კავშირი კვლავ ყველაფერი ცუდის შემოსვლას მიაწერს დასავლეთის ქვეყნებს, ეს გასაკვირი არცაა, უბრალოდ ერთგვარი რეფლექსია ქართველებისა და არამარტო ქართველების, რომ ცუდი სხვას გადააბრალონ, საკუთარ თავში კი არ ხედავენ რაიმეს მიზეზს, არამედ ერთი უბრალოდ ენის მოძრაობით შეაწმინდავენ ხოლმე ხელებს სხვას.
ამასთანავე ვეჭვობ ამის დამწერს რაღაც უცხო-უცხო სიტყვებით უნდოდა ტექსტის გამდიდრება, მაგრამ ორგია ჰელოუინთან რა შუაში იყო მაინც ამოცანად რჩება, ან ამ ქვეყანაში დაილია ,,მაცდური” რომ ვალენტინობას არ გადავაბრალოთ ხალხის გარყვნა?
ბუნდოვანია რას უწოდებენ შეყვარებულობასა და სქესობრივ ლტოლვას… და ზედ მიყოლებულ კიდე სექსუალურ არსს : ) ჩავიხედოთ ერთი ლექსიკონში და განვმარტოთ ამ ტერმინებიდან ერთ-ერთი. სქესობრივი ლტოლვა – (სინ.: ლიბიდო)ადამიანის ერთ – ერთი ძირითადი ბიოლოგიური მოტივაციები, რომელთა დაკმაყოფილებაზეცაა დამოკიდებული ინდივიდისა და გვარის არსებობა;
მშობელთა კავშირი როგორც ჩანს ადამიანის ბიოლოგიურ მოტივაციების წინააღმდეგაც ილაშქრებს. და ამასთანავე თურმე შეყვარებულობა არანაირ კავშირში არაა ჭეშმარიტ სიყვარულთან, აი რას უწოდებენ ჭეშმარიტ სიყვარულს ცოტა ხანში გაიგებთ, ცოტა გამეღიმა ისე იმ ნაწილის კითხვისას : )
განვაგრძოთ:

e6266ae0f7f4 0d9f5e5d0eb0

ჩვენ გვიყვებიან იმ რაღაც დღესასწაულის შესახებ, რომელსაც ეროტიზმის ფესტივალს უწოდებს ავტორი, მაგრამ ადამიანს არამგონია რაიმე მსგავსების დანახვა შეეძლოს ამ ფესტივალსა და სიყვარულის დღეს შორის, რომელიც საქართველოში აღინიშნება. უკაცრავად მაგრამ ვნებიანი მეწყვილის ძიება-პოვნის საკითხებს ადამიანები მხოლოდ 14 თებერვალს არ ახორციელებენ ხოლმე.
ხომ კიდევ გამოკრთის დიადი კრიტიკა იმისა, რომ ჩვენ დავეჩვიეთ სხვების ნარჩენებით კვებასა და ტანსაცმლით შემოსვას, რაოდენი ქედმაღლობა გამოსჭვივის ამ სიტყვებიდან, არადა ეს ჭეშმარიტ მართლმადიდებელს არ ეკადრება როგორც ვიცით :)
ნეტავი ის გამაგებინა ,,სქესობრივი ურთიერთობის კულტურაში” რა იგულისხმება, ან თუ ცუდ რამეს გულისხმობენ სიტყვა კულტურა მაინც არ გაერიათ შიგნით : ) განვაგრძოთ კითხვა:

f4d3166f3917 7d4d38302ad2

ეს ის ნაწილია, რომელმაც აღმაშფოთა, ვერ გავიგე რატომ უნდა ვხედავდე სხვა ადამიანში ღმრთის ხატებას, ან საერთოდ იმ საყვარელ ადამიანთან რა შუაშია ღმერთი და საერთოდაც რატომ ისვრიან ეს ორგანიზაციები ღვთის სახელს ასე წამდაუწუმ, ამასთანავე ეხლა წინ ნათქვამი ცოტა გადააკეთეს, შეყვარებულობას თუ მხოლოდ სქესობრივ ლტოლვას უწოდებდნენ, ახლა მას ნერგი დაარქვეს, საიდანაც უნდა ამოიზარდოს სიყვარულის ბუჩქი თუ ხე. ამასთანავე თურმე ყოველდღე უნდა ულოცავდე საყვარელ ადამიანს და არა მანდამაინც ამ 14 თებერვალსო, ხოდა რა დარწმუნებულები არიან,  რომ ყოველდღე არ ულოცავენ სიყვარულის დღეს ერთმანეთს ,,შეყვარებულთა ნერგები”? ხომ, საერთოდ ადამიანები ბოლო ლუკმად ტკბილს შემოინახავენ ხოლმე, მაგრამ მშობელთა კავშირმა ამ შემთხვევაში იმედები გამიცრუა და სულის წაწყმედითა და მარადიული სატანჯველით დაემუქრა ყველას, ვინც კი 14 თებერვალს გაბედავს და თავის ,,შეყვარებულ ნერგს” მიულოცავს სიყვარულის დღეს : )   ბოლოს მინაწერზე შეგიძლია ჩაიღიმოთ >> წააკითხეთ სხვასაც<<  : )  ზოგი იტყვის კი მაგრამ, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებსაც ამ შემოწირულობით ამინაზღაურებთ? : )  მე რადგანაც ამ უკანასკნელის ანაზღაურებაში ეჭვი მეპარება, გადავწყვიტე ელექტრონული ვერსიით წამეკითხებინა თქვენთვის, აბა ისე  შესაძლოა ,,შეყვარებულ ნერგებს”  რაიმე ჩაერტყათ ჩემთვის :ukanali:

მსგავსი ამბები

Back to top button