ბრიტანელმა სკულპტორმა მარკ კვინმა შექმნა ყველაზე დიდი ოქროს ქანდაკება, თუ არ ჩავთვლით ძველ ეგვიპტურ ხანას. ეს შემოქმედება სუპერ მოდელ ქეით მოსის ნატურაა და იწონის 50 კილოგრამს. 2 კგ-ით მეტია ვიდრე თავად მოდელი სინამდვილეში.
ქანდაკება გამოსახავს ქეითს იოგის კეთებისას. მარკი თავის ნაშრომს 1.5 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ იმედი აქვს რომ 2009 წელს აუქციონზე მას დაახლოებით 10 მილონ ევროდ მაინც გაყიდის…