გასართობისაკითხავიუცნაური

26 რამ, რისი გაკეთებაც ლიფტში შეგიძლიათ

a6006a357709

ქართული ვერსია : ))

1) როდესაც ლიფტში თქვენს გარდა მხოლოდ ერთი ადამიანია, მხარზე ხელი ოდნავ მიარტყით და მერე ისეთი შესახედაობა მიიღეთ თითქოს თქვენ ეს არ გიქნიათ.

2) დააჭირეთ ლიფტში ღილაკებს და მოიქეცით ისე, თითქოს დენს გირტყავთ.

3) ჰკითხეთ ხალხს რომელ სართულზე მიდიან, რათა თქვენ მათ მაგივრად დააჭიროთ ღილაკს. როცა გეტყვიან, თქვენ სხვა ღილაკებს დააჭირეთ.

4) ფსიქიკური საავადმყოფოს ცხელ ხაზზედარეკეთ თქვენი მობილური ტელეფონით და ჰკითხეთ, თუ გამოიცნობენ, რომელ სართულზე ხართ

5) ლიფტის კარს დახურვის სშუალება არ მისცეთ იმ მიზეზით რომ მეგობარს ელოდებით. გარკვეული დროის შემდეგ კარს ნუღარ შეაკავებთ და როცა დაიხურება თქვით: გამარჯობა გრეგ! როგორ მიდის შენი საქმეები?

6) დააგდეთ ძირს კალამი და დაიცადეთ მანამ სანამ ვინმე მის ასაღებად არ დაიხრება. შემდეგ კი უყვირეთ: “ჩემია!!!”

7) მიიტანეთ კამერა და ყველა ლიფტში მყოფს სურათები გადაუღეთ

8) შეიტანეთ თქვენი მაგიდა ლიფტში და თუ ვინმე ზედ დაჯდება, ჰკითხეთ აქვს თუ არა მას შეხვედრა წინასწარ დანიშნული

9) გაშალეთ TWISTER–ი და იკითხეთ ვის უნდა თამაში.

10) რამე ყუთი დადგით კუთხეში. როდესაც ვინმე შემოვა ლიფტტში, ჰკითხეთ ესმის თუ არა საათის ტიკტიკი…

11) ვითომ ბორტ გამცილებელი ართ და მგზავრებს განუმარტეთ ავარიული შემთხვევების დროს რა უნდა ქნან.

12) იკითხეთ: თქვენ გრძნობთ აბას?

13) დადექით ვინმესთან ძალიან ახლოს და ზოგჯერ დასუნეთ ხოლმე.

14) როდესაც კარები დაიკეტება, ხალხს განუცხადეთ: “ეს არაფერია, ნუ დაპანიკდებით, ის ისევ გაიღება”

15) დახოცეთ არარსებული ბუზები

16) უთხარით ხალხს, რომ მათი აურის დანახვა შეგიძლიათ

17) დაიყვირეთ: ჯგუფური ჩახუტება! და ძალით ჩაეხუტეთ ხალხს.

18) წამებულის სახე მიიღეთ, შუბლი შეჭმუხნეთ და თქვენთვის უბურტყუნეთ: “მოკეტეთ, უბრალოდ მოკეტეთ”

19) გახსენით თქვენი პორტფელი, ან საფულე. დაიწყეთ შიგ ყურება და ჰკითხეთ აქვს თუ არა საკმარისი ჰაერი.

20) დადექით კუთხეში ჩუმად, უემოციოდ და გაუნძრევლად, სახით კედლისკენ.

21) მიაშტერდით ერთ–ერთ მგზავრს. მერე შეშინებული ხმით უთხარით: “თქვენ ერთ–ერთი მათგანი ხართ”… და ნელ–ნელა უკან დახევა დაიწყეთ.

22) წამოიცვით სათამაშო ხელზე და მისი მეშვეობით ესსაუბრეთ მგზავრებს ლიფტში

23) სტეტოსკოპით დაიწყეთ ლიფტის კედლების მოსმენა

24) როდესაც ვინმე ლიფტში ღილაკს დააჭერს, აფეთქების ხმები გამოეცით

25) მიაშტერდით რომელიმე მგზავრს გახარებული სახით. ცოტა ხანში კი განუცხადეთ: მე ახალი ნასკები მაცვია

26) ლიფტის ძირზე შემოხაზეთ მომცრო კვადრატი და სხვა მგზავრებს განუცხადეთ, რომ ეს თქვენი პირადი ადგილია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close