არქივი

10 შესანიშნავი Start-up

gdf

არსებობს  მრავალი შესაძლებლობა, რომლის მართებულად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი საქმე და თქვენივე როლი ამ საქმეში. გთავაზობთ ერთმანეთისგან განსხვავებულ 10 სახის მცირე ბიზნესს, რომელიც შეგიძლიათ დაიწყოთ სწრაფად და მარტივად, უკვე არსებული ცოდნითა თუ უნარებით. რაც მთავარია, თითოეული ეს ბიზნესი საშუალებას გაძლევთ ანაზღაურება მიიღოთ უშუალოდ რეალიზაციის დროს ან ძალიან მოკლე ვადაში.

  1. წმენდა- საყოფაცხოვრებო დასუფთავებამ შესაძლოა სწრაფადვე მოგიტანოთ მოგება. მაგალითადMillie Dark-მა „Sussex cleaners“-ის დამფუძნებელმა დააფუძნა თავისი ბიზნესი, ფაქტიურად ნულოვან ინვესტიციაზე დაყრდნობით.

რამდენიმე თვით ადრე  Millie ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ადგილობრივ სარეკლამო პრესაში. დღეს კი მის კომპანიაში ანალოგიური განაკვეთით 12 ადამიანია დასაქმებული.

  1. ძაღლების გასეირნება – ეს იმ ერთ-ერთ ბიზნესთაგანია, რომელიც მინიმალური ინვესტიციით შეგიძლიათ დაიწყოთ. Catherine Cleaver-ს ბიზნესის დასაწყებად დასჭირდა £500 და რამოდენიმე სახლი ძაღლისათვის.

თავდაპირველად Catherine  განცხადებებს ანათავსებდა ვიტრინებზე.  დროთა განმავლობაში კი რეკომენდაციებისა და ადგილობრივ ჟურნალში განთავსებული რეკლამების დახმარებით მისი ნახევარგანაკვეთური აქტივობა, სრულ განაკვეთიანი სამუშაო გახდა.

  1. თმის შეჭრა – სახლში მომსახურეობა – ბევრი სტილისტი ოცნებობს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა – იჯარა. სახლში მომსახურეობა შესაძლოა იყოს იდეალური საშუალება თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის.

თუმცა, ამისათვის ეფექტური მარკეტინგიც აუცილებელია. სტილისტებს შეუძლიათ გამოიყენონ ადგილობრივი განცხადებები თუ ვებ.გვერდები მათი სერვისის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად. გამოიყენეთ სოციალური მედიაც.

  1. მოძრავი ყავის ბარი – როგორც „Camper Cafe“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი Beth Baxter-ი ამბობს, ყავის აპარატი დაახლოებით £5,000 ღირს. გარდა ამისა თქვენ უნდა შეიძინოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის ფასი მერყეობს £5,000 და £10,000 შორის.

არ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – ტერიტორიის მოძიება სადაც კონკურენცია უნდა გაუწიოთ თქვენს კონკურენტებს.

  1. მოძრავი „ფრეშ“ ბარი – აქ ხარჯები იგივეა რაც, ყავის ბიზნესის შემთხვევაში.
  2. ფანჯრების წმენდა – თუ თქვენ გყავთ ავტომობილი ჭერზე განთავსებული საბარგულით, მაშინ შეგიძლიათ წამოიწყოთ ბიზნესი რამოდენიმე ასეული ფუნტით (კალათა, კიბე, ტანსაცმელი და ა.შ.) გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში შეიძინეთ ალტერნატიული აპარატურა სუფთა წყლისათვის. ამის შემდეგ გრჩებათ მთავარი გამოწვევა – მოიძიეთ კლიენტები.
  3. „კაცი ფურგუნით“ – მთავარი პრობლემა არის სატრანსპორტო საშუალება. ასევე დაგჭირდებათ საჯარო პასუხისმგებლობის დაზღვევა. მიმდინარე ხარჯები კი ასეთია: საწვავი, ავტოსერვისი და ა.შ.

მომხმარებლების ბაზა! გამოიყენეთ ფლაერები, უშუალოდ მაღაზიის ვიტრინებთან.

  1. eBay ბიზნესი – აღნიშნული საქმიანობის დაწყება საშუალებას გაძლევთ გახვიდეთ ეროვნულ და ზოგჯერ საერთაშორისო ბაზარზე. შეგიძლიათ პროდუქტი გაყიდოთ აუქციონის პრინციპითა თუ ფიქსირებულ ფასად.

წარმატებისათვის უნდა მოიძიოთ საქონელი, რომელიც სხვაგან არ იშოვება, ან პოპულარული-კონკურენტულ ფასად.

  1. სამკაულები და ხელნაკეთი ნივთები – მრავალი მცირე ბიზნესია აგებული დამფუძნებლის უნარებზე. თუ თქვენ ფლობთ განსაკუთრებულ ნიჭს, მინიმალური ხარჯებით შეგიძლიათ წამოიწყოთ საქმე. მიმდინარე ხარჯები მოიცავს მასალას, იჯარას ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაზე.( დღეში £20-£1,000 მდე)
  2. ფოტოგრაფია – ეს არის კიდევ ერთი ნიჭი რომელზეც შეგიძლიათ დააფუძნოთ ბიზნესი. წადით თითქმის ნებისმიერ ღონისძიებაზე – მუსიკალურ კონცერტებზე, ქორწილებსა თუ ავტოშოუებზე. თქვენ ჩაერთვებით ფოტოგრაფის რთულ სამუშაო პროცესში. შეიძინეთ ციფრული კამერა(დაახლოებით £2,000), ობიექტივი (£100-£1,000), შტატივი და აპარატურა განათებისათვის.

სასურველია აირჩიოთ სამიზნე ჯგუფი.

მოთხოვნა არსებობს, მთავარია ეფექტური მარკეტინგი და სწორი ფასი.

წყარო: startup.ge

 

თეონა თავდიშვილი

teo tavdishvili

just think more..
Back to top button