გასართობისაკითხავიუცნაური

სიკვდილის მედუზა

2ee909d6f84c

“ზღვის კრაზანა” ე.წ. კუბომედუზების სახეობის 19 წარმომადგენლიდან ყველაზე შხამიანია

იგი ავსტრალიის ჩრდილო სანაპიროზე გვხვდება ნოემბრიდან მარტამდე და მდინარეებსა და ღელეებშიც შედის. იმის გამო, რომ თითქმის გამჭვირვალეა და არ ჩანს, განსაკუთრებით სახიფათოა.

ავსტრალიელების აზრით (ყველაზე შხამიანი და საშიში გველები ხომ სწორედ ავსტრალიაში ბინადრობენ), “ზღვის კრაზანა” პლანეტის ყველაზე საშიში ცოცხალი არსებაა. ავსტრალიაში ამ საშინელი მედუზით უამრავი ადამიანია დაღუპული, მათ შორის გამოცდილი მეთევზეებიც კი.

“კრაზანას” თხუთმეტი 3-მეტრიანი საცეცი აქვს, რომლებიც მსუსხავ კაფსულას წარმოადგენს. დანესტვრა იწვევს ტკივილს, რომელიც ძალიან სწრაფად ძლიერდება, დასუსხვის ადგილას ჩნდება დიდი ყავისფერი ან იასამნისფერი ხაზები და კვანძები (რაც ადასტურებს, რომ მიზეზი ნამდვილად “ზღვის კრაზანაა”) და რამდენიმე წუთში დასუსხული იღუპება სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სისტემების დამბლის გამო. ერთი მედუზას საცეცებში არსებული შხამი საკმარისია 60 კაცის 3 წუთში მოსაკლავად. ერთადერთი საშველი მედუზის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შხამია, ოღონდ მისი შეყვანა ძალზე სწრაფად, სულ რამდენიმე წუთშია საჭირო.

წყარო: www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close