უცნაური

წარღვნამდელი ცივილიზაცია? (ნაწილი 2)

3fa2c8d531d7
პირველი ნაწილის გაგრძელება

2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია

პრაქტიკულად ყოველ კულტურაში არის ლეგენდა წყალში ჩაძირულ ქალაქებსა და კონტინენტებზე, ძველ, განვითარებულ ცივილიზაციებზე, რომლებიც ოკეანის ფსკერზე განისვენებენ, ზეადამიანებზე, “ღმერთების ქალაქებზე”, გლობალურ კატასტროფაზე (წარღვნაზე), რომელიც ჩვენმა პლანეტამ განიცადა რამდენიმე ათასი წლის წინათ. “როდესაც ღმერთები განრისხდნენ ადამიანებზე, რომლებიც შექმნეს, დედამიწა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, წყალში ჩაიძირა”, – ნათქვამია, მაგალითად, ერთ ერთ ძველეგვიპტურ პაპირუსში (რომელიც ეხება მეორე ათასწლეულის მიწურულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სინამდვილეში, თითქმის ყველა ეს ლეგენდა (მითები, თქმულებები და გადმოცემები) მეტყველებენ ერთ, წარღვნამდელცივილიზაციაზე. მის შესახებ მეტყველებენ მრავალრიცხოვანი აღმოჩენები, “მეცნიერ-ატლანტოლოგთა” (დაღუპული ატლანტიდის, ლემურიის, მუს და სხვა მსგავსი ცივილიზაციების მაძიებლები) თეორიები და ვარაუდები (იხ. მაგალითად ვ. ი. შერბაკოვის წიგნი “Все об Атлантиде”. სადღეისოდ შეიძლება ვიპოვოთ მრავალი წიგნი, რომელიც “ატლანტოლოგიას” ეძღვნება. რუსეთში ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელსაც “ატლანტიდის პრობლემის შემსწავლელი რუსული საზოგადოება” ეწოდება). წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენები მთელს მსოფლიოშია მიმობნეული.ეს არის არა მარტო გრანდიოზული პირამიდები, არამედ სხვა ამოუხსნელი ობიექტები: მრავალრიცხოვანი მონუმენტები, ობელისკები, მეგალიტები და სხვა ნაგებობანი. ასევე, გაუშიფრავი დამწერლობები, ძველი რუქები, გიგანტური მიწისზედა გეომეტრიული ფიგურები და ზოლები, გასაოცარი გამოსახულებები და საგნები. ყველაზე იდუმალებით მოცულ ობიექტებს შორისაა: აღდგომის კუნძულის ქანდაკებები და სტოუნჰენდჯი ინგლისში.
c3612cd52512

სტოუნჰენდჯის ასაშენებლად გამოყენებული იყო 5 და 25 ტონიანი ბლოკები, ასევე რამოდენიმე პლიტა (დამუშავებული, პოლირებული ზედაპირით), რომლიდანაც თითოეული 50 ტონას იწონის. და ეს უზარმაზარი ქვები მშენებლებმა არა მარტო შორიდან მოზიდეს (როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ორასი კილომეტრის სიშორიდან, რადგან ის სამშენებლო მასალა, რომელიც სტოუნჰენდჯის ასაგებად გამოიყენებოდა ახლომახლო არსად არის), არამედ ეს გრანდიოზული ქვები ვერტიკალურად ჩადეს ნიადაგში.

სტოუნჰენდჯი ძველინგლისურში “დაკიდებულ ქვებს” ნიშნავს. ძველად მას კიდევ “გიგანტთა ცეკვას” უწოდებდნენ და მის შექმნას ბრიტანული ლეგენდების მითოლოგიურ პერსონაჟს, ჯადოქარ მერლინს მიაწერდნენ. ლეგენდის მიხედვით, სტოუნჰენდჯის ქვები გადაიტანეს საჰაერო გზით – რაც შეიძლება უთითებდეს ერთგვარ ლევიტატიურ ტექნოლოგიაზე. გასული წლების 60-იან წლებში ასტრონომმა ჯერალდ ჰოპკინსმა წამოაყენა ჰიპოთეზა და საკმაოდ დამაჯერებლად დაამტკიცა კიდეც: მან ივარაუდა, რომ სტოუნჰენდჯი – ეს არის ძველი ასტრონომიული ობსერვატორია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს იყო გამოთვლითი ცენტრი. სტოუნჰენდჯის მსგავსი მეგალიტიური ნაგებობანი, არსებობენ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც (მაგალითად, “სტოუნჰენდჯები” ეგვიპტეში, ამერიკაში, იემენში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში).
cadc994b9fa2

პასექის კუნძულებზე, რომელიც განლაგებულია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, განლაგებულია ათასზე მეტი გიგანტური ქვის ქანდაკება, რომელთა სიმაღლე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს და 100 ტონაზე მეტს იწონის. მკვლევარები გაოცებულნი არიან როგორ შეეძლოთ კუნძულის ძველ მცხოვრებლებს შეექმნათ და გადაედგილებინათ ესოდენ მასიური ქმნილებანი? კუნძულის ბინადარი ინდიელთა ტომის ლეგენდების მიხედვით ქანდაკებები თვითონ მოვიდნენ კარიერიდან, რომელშიც გამოაქანდაკეს, მათ ამოძრავებდა მანუს იდუმალი ძალა. ლეგენდებში ასევე ხშირად იხსენიება უცნაური ადამიანი-ფრინველები, რომლებიც ციდან ეშვებოდნენ; ამ ლეგენდების მიხედვით გამოდის, რომ ადამიანი-ფრინველები ფლობდნენ ფრენის განვითარებულ ტექნოლოგიას.
1a2d521e6e22

05c1aead68d4

ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, ბერმუდის სამკუთხედის ცენტრში, 1990-იან წლებში აღმოაჩინეს გიგანტური პირამიდა, რომელიც სიდიდით სამჯერ აღემატება ხეოპსის პირამიდას. შესაძლოა, ეს წყალქვეშა ობიექტი არის კიდევაც “ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს”, ანუ ამ “ანომალურ ზონაში” ხომალდებისა და თვითმფრინავების გაქრობის ფენომენის გასაღები. პირამიდის წახნაგები შედგენილია მასალისგან, რომელიც წააგავს შუშას ან პოლირებულ კერამიკას (ნაკლებად სავარაუდოა ეს იყოს უბრალო დამთხვევა, რომ სწორედ ასეა აღწერილი არაბულ წყაროებში ხეოფსის ეგვიპტური პირამიდა, რომლის ზედაპირი მზის სინათლეზე ლაპლაპებდა). ცნობილი ამერიკელი ატლანტოლოგი ჩარლზ ბერლიცი თავის წიგნებში წერს: ბერმუდის სამკუთხედში პირამიდა არსებობს ატლანტიდის დროიდან, ხოლო ამ პირამიდის კარკასში უცნობი ენერგეტიკული დანადგარი იმყოფება.
7e7d94fdc6af

დიდი პირამიდები აღმოაჩინეს ჩინეთშიც. ამ ძველ ნაგებობათაგან რამოდენიმე ათეული იმყოფება სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში, ქალაქ სიანიანგის დასავლეთით, რამოდენიმე კილომეტრში. მათი სიმაღლე ეგვიპტურ პირამიდებს აღემატება. ყველაზე დიდი ჩინური პირამიდის სიმაღლეა 300 მ (ე. ი. ორჯერ მეტი ვიდრე ხეოფსისა). რატომ არ ჰყვირიან ჩინელები მთელი ქვეყნიერების გასაგონად ასეთი გრანდიოზული ობიექტების არსებობაზე, რომლებიც თითქოსდა გასაოცრად უნდა ადასტურებდეს იმას, რამდენად გრანდიოზული იყო ძველჩინური კულტურა? იმიტომ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მათ იციან ჩინელები როდი იყვნენ ჩინეთში აგებული ამ პირამიდების მშენებლები, – ისევე როგორც ეგვიპტის პირამიდები არ აუშენებიათ ეგვიპტელებს, მექსიკური პირამიდები მაიას ტომებსა და აცტეკებს, პერუში არსებული პირამიდები ინკებსდა ა. შ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება შეგნებულად მალავდა ჩინეთში პირამიდების დიდი რაოდენობის არსებობას. მხოლოდ 1997 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰარტვიგ ჰაუსდორფმა შესძლო მიეღო ხელისუფალთა თანხმობა და მოენახულებინა ჩინური “პირამიდების ველი”.
0b32ce65b88b
ჩინეთის ერთ ერთი თვალსაჩინო არქეოლოგი, პროფესორი ჰია ნაი მიიჩნევს, რომ დღეს ამ პირამიდებს არავინ იკვლევს, რადგან “ეს არის მომავალი თაობების სამუშაო”. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ჩინელ მეცნიერებს პირამიდების შიგნით შესვლისა ეშინიათ, რადგან შიშობენ იპოვონ იქ ისეთი რამ, რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწაზე. ჩინელი არქეოლოგი ვონგ შიპინგი ამტკიცებს: პირამიდები განლაგებულია ასტრონომიული ასპექტების გათვალისწინებით და წარმოადგენს გეომეტრიისა და მათემატიკის გასაოცარი ცოდნის ნიმუშს. მხოლოდ ის არის გასარკვევი, საიდან ჰქონდათ ძველ ადამიანებს ასეთი ცოდნა.
4221bb3dda49
აქედან ცხადი ხდება, რამდენად უსუსურად გამოიყურება “ჩინური სპეციფიკის მქონე ეგვიპტოლოგების” “ტრადიციული” განმარტება პირამიდებთან დაკავშირებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირამიდები “ჩინელ იმპერატორთა საძვალეა”. უფრო სერიოზულ მკლევართა ვერსიების მიხედვით, ეს არის “ნათელი ზოლების” გიგანტური სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩინეთში “ფენშუის” უწოდებენ. ძველ, ხუთიათასწლოვან მანუსკრიპტებში მკვლევარები პოულობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრანდიოზული პროექტის ავტორები, რომლის ნაწილსაც პირამიდები წარმოადგენენ, იყვნენ ე. წ. “ცის შვილები”, რომლებიც რამოდენიმე ათასწლეულის წინათ, მეტალის “ცეცხლმფრქვეველი დრაკონებით” დედამიწაზე ჩამოფრინდნენ. “ცის შვილები” (ისევე როგორც “ადამიანი-ფრინველები” ინდური ტომების ლეგენდებიდან, რომლებიც პასექის კუნძულებზე ცხოვრობენ) – სავარაუდოდ არიან კიდევაც პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდათ საფრენი აპარატები (არსებობს არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც მოწმობენ ამის შესახებ), ან უბრალოდ დემონები, რომლებიც, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი, ადამიანებს საცდუნებლად ხშირად ეცხადებიან “ნათლის ანგელოზის” სახით.
8e139c020b9a

პირამიდები არსებობენ ტიბეტისა და ჰიმალაის რაიონშიც. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ერნსტ მულდაშევი, რომელიც ტიბეტს იკვლევდა, მიიჩნევს, რომ ოდესღაც ჩრდილოეთი პოლუსი იყო მთა კაილასი, რომელიც წააგავს ხელოვნურ, 7 კილომეტრიან პირამიდას, ხოლო პლანეტის მეორე კუთხეში მდებარეობდა პასექის კუნძული. გონებაში, ერთ ხაზად რომ შევაერთოთ მთა კაილასი ეგვიპტურ პირამიდებთან, გავიაროთ მერიდიანზე, პირდაპირ პასექის კუნძულებზე გავალთ. ხოლო თუ პასექის კუნძულებს მექსიკურ პირამიდებთან შევაერთებთ, პირდაპირ გავალთ კაილასზე. 1996 წელს ე. მულდაშევმა მოაწყო საერთაშორისო ტრანსჰიმალაური ექსპედიცია, რომელმაც შეჰკრიბა უნიკალური მასალა, რომელიც “ატლანტთა ცივილიზაციის”, უფრო სწორად – წარღვნამდელი ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს. ე. მულდაშევის უმთავრესი ნაშრომებია: “ვისგან აღმოვცენდით” და “ღმერთების ქალაქის ძიებაში”.

da458cef2901

“ყოველ ადამიანს სმენია ლეგენდა ძლიერ ატლანტებზე, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ, – წერს ე. მულდაშევა წიგნში “ვისგან აღმოვცენდით” (“От кого мы произошли”). სპეციალურ ლიტერატურაში (ე. პ. ბლავატსკაია, აღმოსავლური რელიგიები და სხვა) ნათქვამია, რომ დედამიწაზე ჩვენამდე არსებობდა რამოდენიმე ცივილიზაცია, რომლის განვითარების დონე ჩვენსაზე მეტი იყო… ნოსტრადამუსი 1555 წელს წერდა, რომ წარსული ცივილიზაციის ადამიანები, რომელთაც ის ატლანტებს უწოდებდა, “მესამე თვალის” წყალობით ფლობდნენ ბიოენერგეტიკული ზემოქმედების უნარს გრავიტაციაზე. ამიტომაც, მათ თავისუფლად შეეძლოთ სივრცეში გადაეტანათ უდიდესი ქვის მასივები, ბლოკები, და მათგან აეშენებინათ პირამიდები და სხვა უზარმაზარი მონუმენტები… ძნელია იმის თქმა, ვინ ააშენა პირამიდა. მაგრამ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ისინი ჯერ კიდევ თანამედროვე ადამიანის ერის დადგომამდე ატლანტებმა ააშენეს. ნუ გაგვინაწყენდებიან ეგვიპტელები და მექსიკელები, მაგრამ, სრულიად შესაძლებელია, რომ პირამიდები მათ კი არ ააშენეს, არამედ მათი წინაპრები უბრალოდ დასახლდნენ იქ, სადაც უკვე აშენებული იყო ეს გრანდიოზული ნაგებობები… იმავე ნოსტრადამუსთან წავიკითხე, რომ გლობალური კატასტროფის (ანუ საყოველთაო წარღვნის – ავტ.) შედეგად, რომელმაც დაღუპა ატლანტები, შეიცვალა დედამიწის ბრუნვის ღერძი და პოლუსები გადაადგილდნენ” (MMVII Discovery Communications LLC).

ეს უკანასკნელი მტკიცებულება თითქოსდა თანხმიერია იმისა, რასაც ამბობენ მსოფლიო წარღვნის შესახებ ქრისტეანი მეცნიერ-კრეაციონისტები. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისეთი “განდობილი ნათელმხილველების”, როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი, ბლავატსკაია, ვანგა (რომელიც, როგორც ამბობენ, ძველი, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ენაზე ლაპარაკობდა) გამოცხადებებს ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რადგან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია გვაფრთხილებს, ეს “წინასწარმეტყველნი” არ არიან ღმრთისგან.

მექსიკაში ერთ ერთ ადგილას, სადაც პირამიდები აღმოაჩინეს, იმყოფება აცტეკთა ძველი ქალაქი ტეოტიუაკანი. ჩეხმა არქეოლოგმა მიროსლავ სტინგლმა თავის წიგნში “ინდიელთა პირამიდების საიდუმლო” გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები ტეოტიუაკანზე: “აქაური პირამიდები გნუსხავენ თავისი გიგანტური მასშტაბებით. საყურადღებოა რომ აცტეკების წარმოდგენით, რომლებიც ამ ადგილებში პირამიდების აშენებიდან ათასწლეულების შემდეგ დასახლდნენ, პირამიდების მშენებლები იყვნენ ატლანტები”. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ინდიელთა პირამიდების მშენებლები იყვნენ არა ინდოელები, არამედ “ლეგენდარული ატლანტები” (ანუ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები). ამ ჰიპოთეზის დასტურს ვხვდებით სხვა გამოკვლევებშიც. მაგალითად, პოლ სტოუნჰილის (აშშ) ჩანაწერებში: “მექსიკის ეგვიპტური საიდუმლოებანი”.
136433941e2d

ტეოტიუაკანი თარგმანში ნიშნავს “ადგილს, სადაც ღმერთები დედამიწას შეეხნენ”, რაც ალბათ ასე აიხსნება: ინდიელები (წარმართები) ოდესღაც მოვიდნენ ამ მიწაზე (თუ როდის, ამას ჩვენთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს, რა თქმა უნდა იყო, საყოველთაო წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგ) და იხილეს გრანდიოზული საოცარი ნაგებობანი, გააკეთეს “ლოგიკური” (პრიმიტივი წარმართის თვალსაზრისით) დასკვნა იმის შესახებ, რომ ყველა ეს პირამიდა ააშენეს “ღმერთებმა”, რომლებიც აქვე ცხოვრობდნენ და დაიწყეს ამ ნაგებობათა საკულტო მნიშვნელობით გამოყენება, რისთვისაც დაამატეს მათ ტაძრები, სამსხვერპლოები და ა. შ. ასევე დადგეს კერპები, “ღმერთების”, ანუ დემონების თაყვანსაცემად.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკნი არიან. მაიას ტომში უმთავრესი ღვთაება და ცივილიზაციის მითური შემოქმედი არის მფრინავი გველი კეცალკოატლი, ანუ სატანა. საერთოდ მაიას ტომი გამოირჩეოდა უხეშობითა და პირმიტივიზმით. მათში გავრცელებული იყო ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, რომლის დროსაც მოგვები მსხვერპლს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს ამოაჭრიდნენ და აღტყინებულ ბრბოს აჩვენებდნენ. ყველა სპეციალისტი როდია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ძველ ინდოელებს კავშირი ჰქონდათ ასტრონომიულ გამოთვლებთან. ინდიელთა საცხოვრებელი უბრალო ვიგვამები (ერთგვარი კარვები – მთარგმნ.) იყო. მეცნიერები კი მარჩიელობენ: რატომ და სად გაქრნენ ინდიელები თვიანთი ქალაქებიდან, რომლებშიც მათ ასეთი მონუმენტალური ნაგებობები (პირამიდები და ა. შ.) შეჰქმნეს? მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ისინი არ აუგიათ ინდიელებს. ინდიელთა ლეგენდების მიხედვით, პირამიდები ააშენეს ადამიანებმა, რომლებიც ჯადოსნურ თვისებებს ფლობდნენ. ინდიელთა საკულტო და სხვა ნაგებობების ნანგრევთა მიხედვით, რომლებიც ძველ და მძლავრ საძირკვლებზე იყო აშენებული, ჩანს, რომ ეს დანამატი ნაგებობანი აშენებული იყო დაუმუშავებელი ან პირიმიტიულად დამუშავებული მცირე ზომის ქვებისგან, რომლებიც თიხის დუღაბით იყო შეკრული.

აჰა, თქვენც, აცტეკების, მაიას და ინკების “ძველი და უდიდესი ცივილიზაციების” მთელი “საიდუმლო”.
ატლანტიდა წარღვნამდელი ცივილიზაცია!!!
4647aec9ce38

67f287089c7c

2c7dad74d721

0cce46069883

გაგრძელება იქნება….

წყარო:apocalypse.ge

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button