კულტურა

Live Checking Card

46315f68a575

სამხრეთ კორეაში ”ჭკვიანი” საბანკო ბარათი შექმნეს

სამხრეთ კორეელ კონსტრუქტორთა ჯგუფმა ”ჭკვიანი” პლასტიკური საბანკო ბარათი ” Live Checking Card” შექმნა.

ახალი გამოგონება საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის რაოდენობას პირდაპირ ბარათის ზედაპირზე წერს და ამისთვის სულაც არა არის აუცილებელი ბანკომატთან მისვლა ან ბანკის საიტის შემოწმება, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

6739d1003921

ჩვეულებრივი პლასტიკატის ნაჭრის ნაცვლად აღნიშნული ბარათი ინოვაციურ სენსორულ დისპლეის წარმოადგენს. ”Live Checking Card” ფულადი ანგარიშსწორების ისტორიის შესახებაც იძლევა ინფორმაციას – მორიგი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე მონაცემები ბარათის ზედაპირზე ისახება.

ახალი ბარათის კვების წყაროს მზის ენერგია წარმოადგენს, ამიტომ მას სპეციალური ელემენტით დამუხტვა არ ესაჭიროება. ”Live Checking Card” ჩვეულებრივ საბანკო ბარათთან შედარებით უფრო მტკიცე და გამძლეა.

წყარო: Ambebi.Ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button