არქივი

ცოცხლად დამარხვა

af3d2e6f6399

რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანის დაკრძალვა იჩქარეს :)

ვირჯინია მაკდონალდი, 1851
1c90f80e9a62

ვირჯინია მაკდონალდი ნიუ-იორკში მამასთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს მძიმედ გახდა ავად და გარდაიცვალა. მისი დამარხვიდან რამდენიმე დღეში დედამისმა მტკიცება დაიწყო, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. ვერანაირად ვერ გადაარწმუნეს და იძულებულები გახდნენ, საფლავი გაეთხარათ, სადაც შემზარავი რამ ნახეს: გოგონა ცალ გვერდზე იწვა, ხელები დაშავებული ჰქონდა და აღენიშნებოდა გაგუდვის ნიშნები, რაც დედამისის სიტყვებს ადასტურებდა.

მადამ ბლანდენი, 1896
7791f16b648f

როცა იფიქრეს, რომ მადამ ბლანდენი მკვდარი იყო, მისმა ოჯახმა ინგლისში, ქალაქ ბესინგსტოუკში დამარხა. სასაფლაო სკოლასთან ახლოს მდებარეობდა. მეორე დღეს, სკოლის ეზოში მოთამაშე ბიჭებს სუსტი ძახილი მოესმათ ქვემოდან. მათ მასწავლებელს მიმართეს, მან კი ეკლესიის დარაჯი გამოიძახა. დარაჯმა მიწა ამოთხარა და როცა კუბო გახსნეს, ზუსტად იმ მომენტში გარდაიცვალა ბლანდენი. ყველანაირი ცდა მისი გაცოცხლებისა უშედეგო აღმოჩნდა. კუბოს კედლებზე ეტყობოდა ნაფხაჭნები, თავად მსხვერპლს კი ფრჩხილები ჰქონდა დამსხვრეული.

New York Times-ის სტატია, 1886
8c39ca701386

გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ასეთი სტატია გამოქვეყნდა: “ონტარიოში, ვუდსტოკში, 18 წლის გოგონა კოლინზი დაიღუპა და დამარხეს. ორი დღის შემდეგ მოხდა გვამის ექსჰუმაცია და აღმოჩნდა, რომ ის ცოცხლად იყო დამარხული. ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა, მუხლები – ნიკაპთან მიტანილი, ხოლო სახეზე შიში აღბეჭდვოდა.”

Daily Telegraph-ის სტატია, 1889
db6b976f0584

“საფრანგეთში, გრენობლთან ახლოს მდებარე სოფელში ჟანდარმი ცოცხლად დამარხეს. ის კარტოფილის კერძით მოიწამლა და ღრმა ძილს მიეცა. 20 საათიანი ძილის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს რომ მოკვდა და მიწას მიაბარეს. ღამით მესაფლავემ ფხაჭუნი გაიგო, შემდეგ ყვირილი. მან სწრაფად ამოთხარა მიწა, ნახვრეტები გაუკეთა კუბოს, რათა ჰაერი შესულიყო, შემდეგ კი გახსნა. ჟანდარმი უკიდურესად შეშინებული იყო, თავი დასახიჩრებული ჰქონდა. თუმცა გონზე მოყვანა შეძლეს.

Sunday Times-ის სტატია, 1838
7ab72b4586bf

“საფრანგეთში, ქალაქ ტონინსთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცის კუბო მიწაში ჩაუშვეს და მიწის მიყრა დაიწყეს, რომ უეცრად კუბოდან ყვირილი მოესმათ. კუბო მაშინვე გახსნეს და აღმოჩნდა, რომ დამარხვა უჩქარიათ. მამაკაცი ისე იყო შეშინებული, რომ აგონიაში ჩავარდა. იქვე მყოფმა ექიმმა ძარღვი გაუხსნა, მაგრამ სისხლი არ წამოსვლია.

ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი, 1877
c6df05a3fb67

“ახალგაზრდა ქალი, რომელიც მკვდრად ჩათვალეს, ერთ-ერთ სასაფლაოზე დამარხეს. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ტრანსში იყო. როცა სხვა ადგილას გადასვენების მიზნით, კუბო ამოთხარეს და გახსნეს, ნახეს რომ ტანსაცმელი დახეული იყო, ხოლო კიდურების მიდამოში მოტეხილობები აღენიშნებოდა – სავარაუდოდ ამოსვლის მცდელობის გამო. გაიმართა სასამართლო და ყველა ექიმი, ვინც მის გარდაცვალებას ხელი მოაწერა, სამი თვით ციხეში ჩასვეს.”

New York Times, 1884
a6e0bfa67ad6

8 თებერვლის სტატია: “მის ჰოკვალტის ამბავი ქალაქში სენსაციად იქცა. აღმოჩნდა, რომ ის ცოცხლად დაუმარხავთ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 10 იანვარს მისი ძმა ჯვარს იწერდა მის ემა შაინდზე. მის ჰოკვალტი სამზარეულოში იცვლიდა კაბას და უეცრად გონება დაკარგა. როცა იპოვეს, სიცოცხლის არანაირი ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. ექიმმა ჯუიტმა გასინჯა და გარდაცვლილად გამოაცხადა. ის ცნობილი იყო ნერვული ქმედებებითა და ადვილად აგზნებადი ხასიათით. ექიმმაც ეს ჩათვალა სიკვდილის მიზეზად. მეორე დღეს მის ჰოკვალტი ვუდლენდში დამარხეს. დაკრძალვისას მისმა რამდენიმე მეგობარმა შენიშნა, რომ გოგონას თვალები ბუნებრივი ფერისა იყო, რაც გარდაცვილებს არ ახასიათებთ ხოლმე. ისინი დაეჭვდნენ და მის მშობლებს უთხრეს. მათ კი გოგონას ექსჰუმაცია გადაწყვიტეს. კუბო რომ გახსნეს, ნახეს, რომ გვამი მარჯვნივ იყო გადაბრუნებული, ხოლო თითებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მის ნაადრევ დამარხვაზე მეტყველებდა.”

გაგრძელება იქნება :)

მსგავსი ამბები

Back to top button