TECH & მეცნიერებაგართობა
წიგნის კარადა-ადამიანი
კაზმიერზ სზმაუზი (Kazmierz Szmauz), მხატვარი აღმოსავლეთ ინგლისიდან, გახლავთ ავტორი უჩვეულო წიგნის კარადისა The Bookman, რაც თარგმანში “წიგნის კაცს” ნიშნავს. თუმცა გარეგნულად უფრო რობოტს წააგავს.
კარადის სიმაღლეა 70 დიუმი (177.8სმ), სიგანე 40 დიუმი (101.6სმ). სტანდარტულად მას წითელი ხისგან ამზადებენ, თუმცა კლიენტის სურვილისამებრ შესაძლებელია სხვა მერქნის გამოყენებაც.
ფასი ასეთი კარადისა გახლავთ 1700 დოლარი. ყოველი ეგზემპლიარი უნიკალურია, თავად ავტორის ავტოგრაფით. ჯერჯერობით სამი მოდელი არსებობს.