ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

ბოულინგი საშიში თამაშია


ბოულინგი საშიში თამაშია

ბრიტანელმა დაადგინეს, რომ ბოულინგი საშიში თამაშია, – წერს გაზეთი The Daily Mail. ექსპერტები, რომელთაც ორწლიანი, 250 ათას გირვანქა სტერლინგად
ღირებული კვლევა ჩაატარეს, ამტკიცებენ, რომ ბოულინგის თამაშისას ბავშვები შესაძლოა სათამაშო ბილიკებზე გადავიდნენ და კეგლის დასალაგებელ მექანიზმში გაიჭედონ.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა, მეცნიერები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ არა მარტო ბავშვს, არამედ ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება მოუვიდეს.
”40 წლის მანძილზე არასდროს მსმენია ასეთი რამ მომხდარიყოს და მოთამაშე ძალიან ახლოს მისულიყოს კეგლთან. მეცნიერთა დასკვნა სასაცილოა”, – განაცხადა ბოულინ-კლუბების მფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ეშბრიჯმა.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close