გართობაკულტურაუცნაური

ილეინ დევიდსონი – ქალი 6005 პირსინგით

4e2335e7f9eb

ბრაზილიელი ქალი ილეინ დევიდსონი გახლავთ მსოფლიო რეკორდსმენი და შესულია გინესის რეკორდების წიგნში, მას ყველაზე მეტი პირსინგი აქვს.

1997 წელს ილეინი ატარებდა სულ რაღაც 280 პირსინგს და მაშინ ის კიდევ გავდა ადამიანს (უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის).  ამის შემდეგ მის ტანზე თანდათანობით ემატებოდა და ემატებოდა რკინის ნაწილები.  2001 წელს ის უკვე გახდა გინესის რეკორდსმენი 462 პირსინგით, რომელთაგანაც 192 მარტო სახეზე ჰქონდა,  მაგრამ ილეინი ამაზე არ გაჩერებულა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ილეინი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ არ უყვარს პირსინგები. მაშინ რატომ მიდის ასეთ მსხვერპლზე? თურმე მარტო რეკორდისთვის და ახლა ყველაფრისდა მიუხედავად ის ბედნიერია.

2001 წელი, 462 პირსინგი:
8a68970c8b74

2003 წელი, ყველაზე ცნობილი სურათი ილეინისა:
c85b0c491b54

2004 წელი, კვლავაც ილეინი:
71bb91630f50

2008 წელი,5920 პირსინგით:
ddf134c2743d

2009 წელი, 6005 პირსინგით:
362c3dd748e7

მსგავსი ამბები

Back to top button