არქივი

შოკოლადი

6d55b387daf6

შოკოლადის შესახებ.. მემგონი ყველას გვიყარს და ბევრი ნახვა ექნება ამ პოსტს :D

ჩვენ ვფიქრობთ შოკოლადზე როგორც რაიმე ტკბილზე. თუმცა დიდი ხნის წინ ადამიანები შოკოლადს იხსენებდნენ როგორც რაიმე მწარეს. ჩვენთვის შოკოლადი არის ტკბილეული მაგრამ ადრე ის იყო წამალი. დღესდღეობით შოკოლადი შეიძლება იყოს ცხელი სასმელი, გაყინული დესერტი ან უბრალოდ წახემსება. ზოგჯერ ის არის რაიმე კერძის ერთ-ერთი ინგრედიენტი. მექსიკელები აკეთებდნენ ცხელი შოკოლადის საწებელს რომელსაც ერქვა მოული და ასხამდნენ მას ქათმის ხორცზე :S . მექსიკელები ასევე მიირთმევდნენ შოკოლადს ცხარე სანელებლებით ისეთი როგორიცაა Chili Peppers. შოკოლადი არის ტროპიკული კაკაოს ხის პროდუქტი. კაკაოს მარცვლები ისეთი მწარეა რომ მაიმუნებიც კი თავს იკავებენ მათი ჭამისგან და გარბიან :D. სიტყვა შოკოლადი მოდის მაიას ტომიდან რომლებიც ძალიან აფასებდნენ კაკაოს ხეს. ზოგი მათგანი იყენებდა კაკაოს მარცვალს როგორც ფულს, როდესაც ამავდროულად სხვა მაიასტომელი იყენებდა მას მწარე სასმელის გასაკეთებლად. როდესაც ესპანელები ჩავიდნენ მექსიკაში მე-16 საუკუნეში მათაც მოეწონათ კაკაო, რადგან ის იყო მწარე მათ ის მიიჩნიეს როგორც წამალი და წაიღეს ევროპაში. იქ კი ევროპელებმა აღმოაჩინეს რომ შაქარს სიმწარე გამოჰყავდა კაკაოდან. მდიდარი ესპანელები სვამდნენ ცხელ კაკაოს და ეგონათ რომ ის სასარგებლო იყო მათი ჯანმრთელობისთვის.
მე-19 საუკუნეში ინგლისურმა კომპანიამ შექმნა პირველი ე.წ. “პლეტკა შოკოლადი” :D:D:D. მოგვიანებით კი შვედურმა კომპანიამ შეურია შოკოლადი და რძე რომელიც ხალხს ძალიან მოეწონა.
შოკოლადის ფილის გარდა ძალიან პოპულარულია შოკოლადის ნამცხვარი რომელიც ყოველდღიურად ასობით იყიდება ამერიკაში.
მე მაგალითად ძალიან მიყვარს შოკოლადი.. :) თქვენ???

56180da04486

f6b158cd245a

6d55b387daf6

b261a1be68a4

LeBron212

jefnkiwef

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button