მშვიდობის მტრედი
მშვიდობის მტრედი – გამოთქმა რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებულ მშვიდობის მსოფლიო კონგრესზე.პირველი მშვიდობის მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 1949 წელს პარიზსა და პრაღაში.კონგრესის ემბლემა შექმნა პაბლო პიკასომ.ემბლემაზე გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოთ.არსებობს თეთრი მტრედების გაშვების ტრადიცია სამშვიდობო მიზნებისთვის და სწორედ ამის გამო გამოსახა პიკასომ ემბლემაზე თეთრი მტრედი.მაგრამ ეტოლოგიის(ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ქმედებებს) თვალსაზრისით მტრედის არჩევა მშვიდობის სიმბოლოდ პარადოქსულ ხასიათს ატარებს,რადგან მტრედები საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩევიან და ხშირად სისხლიან ჩხუბს აწყობენ საჭმლისა გაყოფისა და საცხოვრებელის შერჩევის დროს.
მტრედი ისტორიულად ნაყოფიერების და მშვიდობის სიმბოლოდ იყო აღიარებული.
ბიბლიაში ასახულია როცა ნოე უშვებს მტრედს და მტრედი მოიტანს ზათისხილის რტოს იმის ნიშნად რომ სტიქიის შემდეგ ისევ “სიცოცხლე ნავარდობს” დედამიწაზე.
ისლამშიც მოცემულია რომ მუჰამედს მხარზე გამოესახა მტრედი მასზე ღვთიური ძალის გადმოსვლის ნიშნად.
ასევე სხვადასხვა დროს მიიჩნევდნენ, რომ ეშმაკს ნებისმიერ სულიერში შეუძლია ჩასახლება გარდა მტრედისა და ცხვარისა.
ძველ რომშიც მშვიდობის სიმბოლო მტრედი იყო.
ორი მტრედი რომელიც ერთმანეთს კოცნის არის სიყვარულის სიმბოლო ზოგიერთ ქვეყანაში.
აშშ_ში და დიდ ბრიტანეთსი პოლიტიკოსებს რომლებიც ომის მომხრეა უწოდებენ ქორებს,ხოლო იმათ ვინც მშვიდობის მომხრეა-მტრედებს.
ასევე გამოუშვეს საფოსტო მარკებიც მტრედის როგორც მშვიდობის სიმბოლოს გამოსახულებით.
წყარო:www.wikipedia.org….www.dic.academic.ru