არქივი

ეს კაცი

ba3c817bdf66

გეცნობათ ეს კაცი? იცით ვინ არის იგი? გინახავთ ოდესმე ეს ადამიანი? დალაპარაკებიხართ?

ეს ადამიანი რეალურად არ არსებობს, მაგრამ შეიძლება თქვენ მას მაინც იცნობდეთ, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მისტიური ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხეში ესიზმრებათ ადამიანებს. მოგითხრობთ არარსებული ადამიანის ისტორიას.

2006 წლის იანვარში ქალაქ ნიუ-იორკში ცნობილი ფსიქიატრის პაციენტმა დახატა პორტრეტი კაცისა, რომელიც რეგულარულად ჩნდებოდა ხოლმე მის სიზმრებში. ეს კაცი მას აძლევდა რჩევებს პირადი ცხოვებისთვის. პაციენტი ირწმუნება, რომ ცხოვრებაში არასდროს უნახავს მისი მისტიური მრჩეველი.

ეს პორტრეტი ფსიქიატრის სამუშაო მაგიდაზე მივიწყებულად ეგდო, სანამ მისი სხვა პაციენტი არ მოვიდა. ამ პაციენტმა ამოიცნო ეს ადამიანი და თქვა, რომ იგი ხშირად მოინახულებდა ხოლმე მას სიზმრებში. არც ამ პაციენტს უნახავს ეს ადამიანი ცხოვრებაში. ფსიქიატრმა გადაწყვიტა გაეგზავნა ეს პორტრეტი თავისი კოლეგებისთვის, რათა მათ ეჩვენებინათ იგი თავიანთი პაციენტებისთვის. აღმოჩნდა რომ კიდევ ოთხი პაციენტმა ამოიცნო დახატული სახე. ყველა მას ,,ამ კაცს” ეძახდა, რადგან მისი რეალური სახელი არავინ არ იცოდა, ან არ ახსოვდა. ამიტომაც მისი სახელია ,,ეს კაცი”. 2006 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ამ კაცის ,,ნაცნობთა” რიცხვი უკვე 2000-ზე მეტს აღწევს. ეს ხალხი დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში ცხოვრობს: ბერლინში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, დელიში, ვენაში და როგორც მახსოვს საქართველოშიც. ვინ არის ეს ბურუსით მოცული პიროვნება? დემონი, მფარველი ანგელოზი, შეწუხებული მიცვალებულის სული, თუ უბრალოდ წარმოსახვა? კომენტარებში დაწერეთ თუ ვინმეს დაგსიზმრებიათ. ისე მემგონი საკმაოდ უცნაური რამეა არა? ვაითუ როგორც ცაგარელმა განაცხადა პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში ეს არის მასონთა გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. მან თქვა, რომ მასონების დაფინანსებით ტელევიზორში, ინტერნეტში, რადიოში და სხვ. მოკლედ ახდენენ ჩვენი ენერგო ტალღების ვიბრაციას და შედეგად ვიღებთ იმას, რაც მათ უნდათ, რომ დაგვანახონ. ღმერთმა არ ქნას და მართლაც ასე იყოს. და იმედია მე არ დამესიზმრება არასდროს. ისე მაგრად ჰგავს ჩემს ძმაკაცის მამას :lol: :lol: :lol:

გთავაზობთ მის სხვა ფოტოებს:

d39c09499bc3

c4ef7d43c0a7

37698ce36115

წყარო: საზოგადოებრივი არხიდან დამახსოვრებული ინფორმაცია

General_Luka

I like girls, weapons, military vehicles and devices, army lifestyle, extremely dangerous situations....... and again girls girls and girls!!! :)))

მსგავსი ამბები

Back to top button