არქივი

კურდღლების მოშენებით დაწყებული ბიზნესი 

diesel logo

Diesel-ის ისტორია 1955 წელს დაიწყო, როდესაც იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ფერმერის ოჯახში დაიბადა ბრენდის მომავალი დამაარსებელი რენცო როსსო.

ბიზნესის მართვის ტალანტი როსსომ 10 წლის ასაკში გამოამჟღავნა, როდესაც კურდღლების მოშენება და გაყიდვა დაიწყო. სულ მალე როსსოს საკუთარი შემოსავალი ჰქონდა, რამაც დააფიქრა იმაზე, რომ შეეძლო უფრო დიდი პიროვნება გამხდარიყო, ვიდრე უბრალო მუშა.
15 წლის ასაკში რენცომ შეიტყო მოდის შემსწავლელი პირველი იტალიური სკოლის გახსნის შესახებ. მას არ უყვარდა სწავლა და გადაწყვიტა, რომ არ გაუჭირდებოდა ამ სკოლის დამთავრება, რადგან ეს მსგავსი პროფილის პირველი სკოლა იყო. მიუხედავად ამისა, სწავლის პერიოდში როსსოს გაუჩნდა ინტერესი საქმის მიმართ, ხოლო 20 წლის ასაკში ტანსაცმლის დიზაინით დაკავდა. როსსო მუშაობდა ადრიანო გოლდშმიტის ტექსტილის მწარმოებელ კომპანია მოლტექსში. მან გოლდშმიტს შესთავაზა ბიზნეს-გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა წარმოების გაფართოებას და ხარჯების შემცირებას. მოლტექსის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი რენცომ კომპანია დატოვა, რათა საკუთარი საქმე წამოეწყო.
1978წ. რენცო როსსომ ადრიანო გოლდშმიტთან ერთად კომპანია Genious Group დაარსა, რომლის 40% რენცოს ერგო. Genious Group-მა მრავალი წარმატებული ბრენდი შექმნა: Katherine Hamnett, Goldie, Martin Guy და რაღა თქმა უნდა Diesel. სახელწოდება Diesel-ზე ორი მიზეზის გამო შეჩერდა არჩევანი: ერთის მხრივ,  70-იანი წლიბის შუა ხანებში ევროპაში შექმნილი ნავთობკრიზისიდან გამოსავალს ამავე სახელწოდების საწვავში ხედავდნენ და თავად სიტყვა იქცა ავანგარდად; მეორეს მხრივ კი სიტყვა დიზელი ასე თუ ისე ერთნაირად ჟღერდა სხვადასხვა ენებზე და ეს სრულიად შეესაბამებოდა რენცო როსსოს ბრენდის კონცეფციას – შეექმნა ბრენდ-ლიდერი, რომელიც არ იქნებოდა შეზრუდული გეოგრაფიული საზღვრებით.
1979წ. Diesel ბრენდის პირველი სრულფასოვანი კოლექცია გამოვიდა, ხოლო 1985წ. დაიწყო Diesel-ის ტანსაცმლის იტალიის ფარგლებს გარეთ ექსპორტი. 1985წ. რენცო როსსომ  ადრიანო გოლდშმიტის და Genious Group-ის სხვა პარტნიორების წილი გამოისყიდა.
ასე, ადამიანი, რომლის თქმითაც არასოდეს არ ატარებს ჰალსტუხს და არასდროს არაა ბედნიერი, გახდა Diesel-ის სრულუფლებიანი მესაკუთრე.

მსგავსი ამბები

Back to top button