ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა

d3b92e3f310d
ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი ენერგიაა ნივთიერებაში, მით უფრო უჩვეულო მდგომარეობებს იღებს ეს ნივთირება. საინტერესოა, რა მოხდება ენერგიის ყველაზე მაღალი სიმკვრივის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში ნაწილაკების ყოველი შეჯახება წყვილს წარმოშობს. ყოველი ასეთი წყვილი უნდა შედგებოდეს ნაწილაკისა და ანტინაწილაკისაგან, რომლებიც ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც საგანი თავის სარკულ გამოსახულებას, მაგრამ თუ მათ მუხტი აქვთ, ეს მუხტები ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნის იქნება. თავდაპირველად უნდა წარმოიქმნას წყვილი ელეკტრონი _პოზიტრონი. ენერგიის კიდევ უფრო მაღალი სიმკვრივის პირობებში კი წყვილი ნუკლონი (ე.ი. პროტონი_ანტიპროტონი და ნეიტრონი_ ანტინეიტრონი). შეიძლება, რაიმე კოსმოსური კატასტროფის დროს მივიღოთ ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ასეთი ნარევი. ვინაიდან ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების მუხტები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ეს ნარევი პლაზმას უნდა ჰგავდეს, ამიტომაც დაარქვეს ეპიპლაზმა(ანუ ზეპლაზმა). ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი საბუთი ბუნებაში ეპიპლაზმ ის არსებობაზე. ეს შესაძლოა იყოს ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა.

ავტორი: დავით ბულისკერია – X კლასი

წყარო:pcmania.ge

Back to top button