საკითხავისასარგებლოსაქართველო

ბედნიერი ერი 2 (რიმეიკი)

364b09c14c9a
იდეა მომივიდა, რომ ილიას ნამუშევარი გამეთანამედროვებინა და რა გამოვიდა თვითონ შეაფასეთ :)

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!
ყველა “სვეცკი,” ყველა “ძერსკი,” უხეში და უდიერი.
პლაგიატი, უუნარო, უზრდელი და “გონიერი.”
წესიერი, ზრდილი, მშვიდი, – რამდენიმე სულიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!
მთელი ხალხი, უდარდელად, “მრავალჟამიერსა” ვმღერით,
ღმერთისაგან – წყალობას და “ნატოსაგან” ფულებს ველით.
ადათები არ დავკარგეთ, გვახსოვს ფასი ყველაფერის.

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!
მისწრაფებად დაგვისახავს, ნეტარება წამიერი.
ვხედავთ რაც გვჭირს, თვალს ვიბრმავებთ, ვართ ყველაფრის მადლიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი, აღარ არის არსად ერი!!!…

გრამატიკულ შეცდომები ვიცი რაც არის დაშვებული, მაგრამ რითმამ მოითხოვა
:matraxi: :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button