არქივი

ისტორიაში შესული, სასტიკი წამების ყველაზე გავრცელებული ფორმები

image

დღესდღეობით ყველა ადამიანი იმედოვნებს, რომ მოკვდება მშვიდი სიკვდილით მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, რაზეც ჩვენი წინაპრები ვერ დაიკვეხნიდნენ. თუ გადავხედავთ შუა საუკუნეების ადათ-წესებს და მითუმეტეს თუ ბევრ თქვენგანს ისტორიული წყაროებიდან აქვს წაკითხული და გაგონილი, ადვილი მისახვედრია, რომ ცუდ დროში მოუწიათ ცხოვრება, სადაც მძაფრი კანონები მძვინვარებდა და მოსახლეობა მის წინააღმდეგ უძლური იყო. რაღა თქმა უნდა თემა ისტორიაში შესულ, სიკვდილის მიზნით სასტიკი წამების ფორმებს ეხება, რომლის მსხვერპლი აურაცხელი იყო და ამის სანახავად ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 

1. ცოცხლად დამარხვა.

ეს მეთოდი სიკვდილის დასჯისთვის ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. ქალაქ ნანკინში ხშირად ხდებოდა იაპონელი ჯარისკაცების მიერ თავდასხმის შემდეგ ჩინელი მოსახლეობის ამ გზით დასჯა.

image

 

2. გველებით სავსე ორმო.

ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ამ მეთოდით სიკვდილის მიზნით წამება, რომელიც შხამიანი, მშიერი გველებით სავსე ორმოში ვითარდება. ამ მეთოდით აწამეს ვიკინგების მხედართმთავარი Ragnar Lodbrok-ი და ბურგუნდიის მეფე Gunnar-ი.

image

3. ცოცხლად ცეცხლზე დაწვა.

ეს მეთოდი სიკვდილით დასჯისათვის საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, 18-ე საუკუნეშიც კი. ასე ძირითადად მოღალატეებსა და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს სჯიდნენ.

image

4. სპილოთი დასჯა.

ასეთი სახით დასჯა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გამოიყენებოდა, სადაც მკვლელის როლს სპილო ასრულებდა. ძირითადად “დეზერტირ” ჯარისკაცებს სჯიდნენ ასე, სპეციალურად ველურად გაზრდილ სპილოებს უბრძანებდნენ ისინი გაესრისად.

5. ხუთი სასჯელით დასჯა.

ასეთი დასჯის მეთოდი ჩინელმა პრემიერ მინისტრმა Li Sai-მ გამოიგონა, რომელიც იწყებოდა მსხვერპლის ცხვირის მოჭრით, გრძელდებოდა ხელის და ფეხის მოკვეთით და ბოლოს კასტრირებით მთავრდებოდა.

6. გელიოტინა.

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სასაკლაოა, სადაც მსხვერპლის თავის კვეთას ახდენდნენ.

image

7. ოთხივე კუთხიდან გაჭიმვით დასჯა.

მოღალატეებს სწორედ ამ ფორმით სჯიდნენ ინგლისში, ანუ მსხვერპლს ხელ-ფეხზე გამოაბამდნენ თოკებს და მაქსიმალურად ჭიმავდნენ რომ გახლეჩილიყო. 1814 წელს ამ ფორმით სიკვდილი აიკრძალა, თუმცა მანამდე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

image

 

8. ცემენტის ფეხსაცმელი.

ამერიკელი მაფიოზების მიერ გამოგონილი სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც იშვიათად, მაგრამ დღესაც გვხვდება. მსხვერპლს რკინის ყუთებში ჩააყოფინებდნენ ფეხებს, რომელსაც ჩააცემენტებდნენ და აგდებდნენ წყალში. ადვილი მისახვედრია, რომ დაზარალებული წყლიდან ვეღარ ამოვიდოდა, რადგან სიმძიმე მას უმალ ფსკერისკენ გააქანებდა.

image

9. ჯვარცმა.

ყველასათვის კარგად ნაცნობი, სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია.

image

10. სპილენძის ხარი.

ითვლება, როგორც წამების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეთოდი, რომელიც ძველ საბერძნეთში დაინერგა. სპილენძის ხარს, რომლის შუა გულში მსხვერპლს შესვამდნენ და კარს ლუქავდნენ, ქვევიდან უნთებდნენ კოცონს და როდესაც სპილენძი გაყვითლდებოდა, ადვილი მისახვედრია, რომ მსხვერპლი შიგნით იხრუკებოდა.

image

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button