არქივი

Google-ს თვალით დანახული Georgia

09georgia.3

ამ პოსტში მინდა განვიხილო ერთი მეტად ეროვნული პრობლემა რომელიც ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ და დაგაფიქრებთ გამოსავლის ძიებაზე.. მოკლედ პრობლემა შემდეგშია. არ ვიცი რამდენად მოგსვლიათ აზრად მაგრამ მე რომ საძიებო სისტემებში სიტყვა Georgia-ს ვწერ “საშინელი შედეგების” ლისტს ვიღებ.. კერძოდ კი ეს ეხება სურათების საძიებო სისტემებს რომლის ერთერთ მაგალითად მოვიყვან Google-ს სურათების ძიებას.

მოკლედ მას შემდეგ რაც სურათების ძიებაში ჩაწერთ ე.წ. ქეივორდს “Georgia” თქვენ სურათების შედეგებში მიიღებთ შემზარავ კადრებს და + 1-2 საქართველოს რუკას ან დროშას. მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუნდაც იმიტომ რომ არსებობს არაერთი ადამიანი მსოფლიოში რომელსაც არ სმენია საქართველოს შესახებ და მას შემდეგ რაც გადაწყვეტს ქვეყნის შესახებ ინტერნეტით მიიღოს ინფორმაცია, სურათების თვალსაზრისით იღებს ძალიან შემაძრწუნებელ კადრებს. თითქმის უმეტესობა ფოტო არის ჯარი, ომი, ცეცხლი და შემზარავი კადრები..

ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ულამაზესი ბუნებით და ხედებით. თანაც არაერთი ულამაზესი ფოტო მოგვეპოვება საქართველოს შესახებ. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება რომ შედეგებში ჩნდებოდეს სწორედ ის ულამაზესი ხედები და ადგილები რაც საქართველოშია..

სწორედ ამიტომ მინდა რომ მოგიწოდოთ ინტერნეტში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს (ვებ-მასტერებს, ბლოგერებს და განსაკუთრებით SEO-შნიკებს), მოვიფიქროთ რაიმე ალგორითმი ან რაც გინდათ დაარქვით რომ უბრალოდ მოვახერხოთ Georgia-ს ძიების შემთხვევაში სურათების შედეგებში გამოვიდეს საქართველოს ულამაზესი ხედების და სხვადასხვა ძეგლების (ტაძრები, ქანდაკებები და ა.შ.) სურათები.

მემგონი არცთუისე ძნელი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო საქმეა ჩვენი სამშობლოსათვის..

სამაგალითოდ კი მე აქ დავდებ საქართველოს ხედების და ძეგლების სურათებს და იმისათვის რომ საძიებო სისტემებმაც კარგად აღიქვან. Image Title-ს, alt text-ს და Description-ს ქეივორდად მივწუერ Georgia-ს რომელიც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს SEO-ს თვალსაზრისით.

ამ პოსტს განვათავსებ ჩემს საიტზეც და რათქმაუნდა აქ იმიტომ რომ ucnauri.com საკმაოდ პოპულარული და ხშირად გახსნადი საიტია, შესაბამისად დიდი აუდიტორიით.

გთხოვთ თქვენც თვქენისმხრივ შექმნათ მსგავსი პოსტები (ვგულისხმობ საქართველოს ფოტოკოლაჟებს) თქვენს საიტებზე (SEO-ს გათვალისწინებით) და ალბათ დროთა განმავლობაში გუგლის რობოტების ვიზიტის შემდეგ შეიცვლება გუგლის შედეგების ლისტიც..

P.S. ვხვდები რომ შედეგები რომლებსაც google.com-ი აგდებს ძირითადად უცხოური რესურსებიდანაა და არაფერშუაშია ქართულ რესურსებთან მაგრამ ჩემი აზრით რაღაც ვწვლილს მაინც შეიტანს ჩვენი ზემოთ აღწერილი ქმედება.. თან უცხოური რესურსებიდან ძირითადად რუკებს და დროშებს აჩვენებს.

ესეც სურათები:

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button