არქივი

როგორ შეიძლება დავკარგოთ მეხსიერება?

af3617787cef

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ახსოვს ყველაფერი, ცხოვრებაში გამოვლილი. შეეცადეტ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც გადაგხდომიათ, როცა არ უნდა ყოფილიყო, ყველა ადამიანი, ქუჩა, სახლი, საგანი, რომლებსაც უყურებდით, ყველა სიტყვა და რიცხვი, რომლებიც გისწავლიათ. თითქოს ამას დასასრული არ აქვს.

ჩვენ ტვინში არის მხედველობითი მეხსიერების ცენტრი, სადაც დაფიქსირებულია ყველაფერი, რასაც ვუყურებდით, როგორც ფოტოარქივში. ჯერ არ არის გამოკვლეული, თუ როგორ ხდება ეს – დამახსოვრება, მაგრამ ვიცით, რომ ეს დალაგებულად ხდება, ობიექტებთან შეთანხმებით.

ამ დალაგებული მახსოვრობით სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი სექცია დაზიანდეს ისე რომ სხვებს არაფერი დაუშავდეთ. მაგალითად, ტვინის დაზიანების, ან სისხლდენის შემთხვევაში, ადამინმა შეიძლება დაკარგოს თავისი მეხსიერების ნაწილი. შეიძლება დაავიწყდეს სიტყვები, მაგრამ ახსოვდეს ციფრები და ა.შ.

ხანდახან ადამიანებს მეხსიერებაში ჩავარდნა აქვთ. ეს შეიძლება გამოწვეული იქნას ასაკით, ტრავმით, რის შედეგადაც ისინი ვეღარ იმახსოვრებენ იმას რასაც ხედავენ, მაგრამ ცნობენ საგნებს, რომლებსაც ეხებიან.

ადამიანის ტვინში ასევე არის სმენითი მახსოვრობის ცენტრი. აქ ინახება ყველა ბგერა, რაც დავიმახსოვრეთ.

ასევე შესაძლებელია, ადამიანს, ამნეზია დაემართოს. ხშირად ამის მიზეზი ძლიერი ნერვიულობა ხდება, რის გამოც ადამიანს ბევრი რამ ავიწყდება. მას ქვეცნობიერად არ უნდა მათი გახსენება. მაგრამ ამნეზიის მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მეხსიერების აღდგენა და ტვინის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.

წყარო:BOKO.GE

მსგავსი ამბები

Back to top button