უცნაური

მუსიკალური თერაპევტი და მომაკვდავი პაციენტების გულისცემით შექმნილი მუსიკა

image

მუსიკალური თერაპევტი, რომელიც მუშაობს უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების კლინიკაში ქალაქ ცინცინატში, ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს მომაკვდავი პაციენტების გულისცემის საშუალებით.

ბრაიან შრეკი ახდენს გულისცემის ჩაწერას, იყენებს რა ამისათვის თვითნაკეთ სტეტოსკოპ-მიკროფონს, შემდეგ კი ამ ჩანაწერს ზემოდან ადებს თავისი საყვარელი მუსიკალური კომპოზიციების ინსტრუმენტალურ ვერსიას. შედეგად ღებულობს სამახსოვრო საჩუქარს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახისათვის. ყოველ შემთხვევაში, თავად შრეკი ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს ჩანაწერი ნებისმიერი ოჯახისათვის ძვირფასი რელიკვია იქნება.

 

image

 

შრეკს ეს იდეა მოუვიდა თავში მას შემდეგ, რაც ერთ–ერთი მომაკვდავი პაციენტის დედამ მას შესჩივლა, რომ ეშინია არ დაავიწყდეს თავისი გოგონას ხმა. მაშინ მედიკოსმა დაიწყო მუსიკალური თერაპიის ჩაწერა, რათა ოჯახს დარჩენოდა სამახსოვრო ჩანაწერი გარდაცვლილის შესახებ. მაგრამ როცა ის სამუშაოდ გადავიდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასეთი მომენტების დაჭერა იქ საკმაოდ პრობლემური იყო, რადგან პაციენტების დიდ ნაწილს არ შეეძლო ლაპარაკი ან ასაკის, ან კიდევ პროგრესირებადი ავადმყოფობის გამო.

 

image

 

ერთხელ შრეკმა ნახა, თუ როგორ უსმენდა დედა გარდაცვლილი გოგონას გულისცემას სხვის სხეულში(გოგონას გული სხვას გადაუნერგეს), მაშინ იგი მიხვდა, რომ შეუძლია დაიჭიროს გულისცემის რიტმი და შექმნას მუსიკა, რომელიც ძვირფასი იქნება პაციენტის და მისი ოჯახისათვის.

“გულისცემა-ყველაზე კარგი და ლამაზი მეტრონომია”, -ამბობს შრეკი.

 

image

 

“როცა მარგარეტ და ჯერემი ბენეტებს 14 წლის დილანი უკვდებოდათ, მშობლებს საშინელი უძლურების და სასოწარკვეთის გრძნობა დაეუფლათ, რომლის გადატანაში მათ შრეკი დაეხმარათ, “-წერს Mail Online.

 

image

 

“ჩვენი შვილი ჩვენს თვალწინ კვდებოდა… ეს საშინელი ტრაგედია იყო, “-ამბობს ჯერემი ბენეტი. ახლა ცოლ-ქმარი ყოველდღე უსმენს შრეკის მიერ ჩაწერილ კომპოზიციას, რომელშიც ედ შირანის სიმღერას “Lego House”-ს ადევს დილანის გულისცემის ხმა.

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში შრეკმა 12-მდე სიმღერა ჩაწერა, რომლებითაც ის ეხმარება მშობლებს გაუმკლავდნენ საშინელ მწუხარებას და სასოწარკვეთას. ექიმი-მუსიკოსი ამბობს, რომ ამ მუსიკიდან ბევრი გარდაცვლილების დაკრძალვის დროს ისმოდა.

 

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button