გასართობი

უპასუხოდ დარჩენილი წერილები

041787a49e18

ქართველები და იუმორი განუყოფელია.ამის კიდევ ერთი დასტურია სარედაქციო ფოსტა.”ოჯახის მკურნალში”უამრავი წერილი მოდის.ზოგი მათგანი კურიოზული ფრაზებით არის სავსე.მე წარმოგიდგენთ ამ წერილებს. 

1.”ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..”
2.”როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”
3.”ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროვებს ტვინის ნაზ სახსრებს”.
4.”გთხოვთ მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს “გადაედება”(ეს სიტყვა ბრჭყალებში თავად მკიტხველმა ჩასვა,ამიტომ სულ სხვა შინაარსი შეიძინა)წვრილფეხა საქონლისაგან,ცხვარი,თხა და სხვა”.
5.”გადაედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში,თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამაინთან სტუმრად მივალთ?”
6.”ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავრძელში”.
7.”ირგვლივ ყვავის მედიცინა-ხალხი კი კვდება”(ვერაფერს იტყვი სწორი შენიშვნაა…)
8.”ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის,განსაკუთრებით მაშინ როცა ტვალეტში უნდა”.
9.”დაავადება გაზაფხულივით მომეპარა”.
10.”ჩემი ასაკი-58 წელი,სქესი-მამაკაცი,პროფესია-ერთი დღე ვმუშაობ და ორი დღე ვისვენებ”.
11.”ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი.ნორმალურია თუ არა ეს?”
12.”ძალიან გვინდა უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ:როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?”
13.”გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას”.
14.”მართალია თუ არა?მითხრეს,რომ ჭორფლისაგან თავის დაღწევა მსურს,5-6 თავი უნდა ჩავყო ჭიანჭველების ბუდეში”.
15.”რა უნდა ვქნათ,რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?”
16.”იმდენად რამდენადაც არ მივეკუთვნები ჭკვიანთა რიგებს,გადავწყვიტე მომემართა “ოჯახის მკურნალისთვის”.
17.”თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება”(თუ ასეა,მგონი,ავშენდით!)
18.”კარგი მუშაობისთვის საპატიო დაფით დამაჯილდოვეს”.
19.”საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით”.
20.”ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი,ავადმყოფობა რა იყო,ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე სიგანეში”.
21.”დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ”.
22.”მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას”.
23.”ჩემი ცოლი შეურაცყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ-პედაგოგიური შენიშვნებით”.
24.”არავისთან ანატომიურ სიახლოეში არ ვყოფილვარ”.
25.”ყურადღებით წავიკითხე თქვენი სტატია,მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ რა არის საშვილოსნოს ყელი.იქნებ ახლა მაინც გაგვაგებინოდ ზუსტად”. :)
26.”მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ”.
27.”რა უნდა გავაკეთო სლაბი სექსის დროს?”
28.”განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში”.
29.”ხშირად მეფხანება ზურგი,ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.
30.”ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია.როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა?ჟუჟუნა ბარნაბიშვილი”.

წყარო: gametv.ge/forum

P.S ჩემი პირველი პოსტია და მემგონი რო ცუდი არ გამოვიდა

მსგავსი ამბები

Back to top button