გართობა

უკვდავი ფრაზები კინოფილმებიდან… (ნაწილი მეორე)

4f15825b3ab1

“– ი ტებია ვილეჩიატ… ი მინია ვილეჩიატ…” – ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას.

“–ჰა შვილოსან, წადი რა თუ მიდიხარ, რაღა…” – თეთრი ბაირაღები

“–ტუკ, ტუკ, ნეო… (knock,knock Neo)” – მატრიცა :D

“-კანფეტკუ ხოჩეშ?!
-და…
-ნეტ(თ)უ!!!” – არ დაიდარდო

“-I’ll be back” – ტერმინატორი

მატრიციდან, მომენტი, როცა პიფია(წინასწარმეტყველი) ნეოს კანფეტს აძლევს:
“-აჰა ნეო, აიღე კანფეტი…
-მოიცა, შენ უკვე იცი წინასწარ მე ავიღებ თუ არა?!
-აბა რა (ჩემი ფეხების) წინასწარმეტყველი ვარ ეგ თუ არ ვიცი?!
-აბა როგორღა შემიძლია მე არჩევანის გაკეთება?!
-შენ აქ იმისათვის არ ხარ ნეო, რომ არჩევანი გააკეთო, შენ აქ იმიტომ ხარ, რომ გაიაზრო თუ რატომ გააკეთე ესა თუ ის არჩევანი…”

კუნძულში, როდესაც გოგო აბორტზე კურთხევის მისაღებად მივა მამა(ო)სთან:
-აბა?! მკვლელობაზე კურთხევის მისაღებად მოხვედი?! აი შენ კურთხევა… (მუშტს უღერებს)
–ძალიან გთხოვთ მამა, სთხოვეთ კურთხევა აბორტზე “მოხუცს”… (ნანახი ვისაც აქვს მიხვდება ამ “მოხუცს”)
–ჯოჯოხეთში წასვლისაკენ ემზადები?! და ჩემი წაყვანაც გინდა თან…
–(იჩოქება გოგო და ტირის) ვიიციი, ვიიიციი… ბავშვს თუ გავაჩენ, ცოლად აღარავინ მომიყვანს… ვის ვჭირდები ბავშვიანად?!
–შენ ისეც არავინ მოგიყვანს ცოლად… რას ამბობ, ბავშვი იქნება, სიმშვიდეს მოგიტანს თუ არადა მთელი ცხოვრება თავს დაიწყევლი, რომ უცოდველი ბავშვი მოკალი!!!
–და თქვენ ეს საიდან იცით?! თქვენ ხომ არ ხართ “მოხუცი”?!
–იქნება მეც ერთხელ კაცი მოვკალი?! ახლა კი გეყოს… წამოდექი, მუხლებზე დაჩოქილი ღმერთისადმი ლოცვაა საჭირო და არა ჩემ წინ დგომა…” – კუნძული(ოსტრავ)

“–იაბლოკა ატკუდა?
–ატ ვერბლიუდა…
–ა ვერბლიუდა ძიაძია პაშა ზავუტ და?!” – “სვოლოჩი”

“–რაო მოსამართლემ?!
–როგორ თუ რაო?! თორმეტ რუსს შორის დამაყენეს ერთი ტარაკანასავით სომეხი და ქალს ეკითხებიან, აბა ამათში გამოიცანი, რომელია ტიგრან გულოიანიო… მოვიდა ეს ქალიც და მე დამადო ხელი… ვეუბნები დედიჯან, ხომ იცი რომ მღუპავ(მ)მეთქი… აბა კარგად დაფიქრდითქო…
–ვიცი შვილო, მაგრამ რა გიყო, შენ იყავი, შენს სახეს რა დამავიწყებს! აი ახლა, რომ მივიდე და აი იმ რუსს რომ დავახო ხელი შენ არ შეგრცხვება?!
–მე ვუთხარი, დედიჯან შენ ახლა მიდი და იმ რუსს დაადე ხელი და შემრცხვება თუ არა მე ვიციმეთქი…” – თეთრი ბაირაღები

“–უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.” – თეთრი ბაირაღები (მაბოდებს დუმბაძეზე)

“–არა, მე შენ გეკითხები, არის თუ არა ეს ბილეთი?!” – მგონი ფეოლა

“–ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!!!” – ეს კი ნაღდად ფეოლა

“–ბებია, ბებია, ბებიააა…” – იმერული ესკიზები

“–მეზობლებო, მაპატიეთ… არა დეპეშა როგორ გამომიგზავნეს?!” – იმერული ესკიზები.

“–მიცვალებული ადგააა….!!!” :D – იმერული ესკიზები

“-აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის… რა სარგებლობა მოაქვს მამალს?!
-მამალი გვაძლევს ხორცს,ბუნდღას…
-კიიდო?! კიიიდო?!
-(ხელს იწევს, ნუ ეს კადრი უნიკალურია, უბრალოდ მე ვერ ვყვები…)
-აბა შენ ბიჭო მთელი წელი ხმა, რომ არ ამოგიღია…
-ჩინჩლავს!!!” – იმერული ესკიზები.

“-აუფ ბიჭო, ლა თოფია, ლა თოფი….” – უდიპლომო სასიძო

პროლოგი:
“დიდი ხნის წინათ, მიწისვეშა სამეფოში, სადაც არ იყო ტყუილი და ტკივილი ცხოვრობდა პრინცესა…, რომელიც ოცნებობდა ადამიანთა სამყაროში მოხვედრაზე… ის ოცნებობდა ცისფერი ცაზე, ნიავზე და მზის სინათლეზე… ერთხელ, პრინცესა გაექცა მცველებს, ამოვიდა რა ზედაპირზე… ის დააბრმავა მზემ, რომელმაც წაშალა მისი მეხსიერებიდან ყველა მოგონება… პრინცესას დაავიწყდა ვინ იყო ის და საიდან მოვიდა… მისი სხეული სიცივისაგან და ტკივილისგან წუხდებოდა… და ბოლოს ის გარდაიცვალა… თუმცა მის მამას, მეფეს ყოველთვის სწამდა, რომ პრინცესას სული დაბრუნდებოდა… შეიძლება სხვა სხეულში, სხვა დროში და სხვა ადგილას….” – ფაუნის ლაბირინთი… (ამ ფილმის ეპილოგს არ დავწერ და ყველას, ვისაც გიყვართ კინემატოგრაფი გულითადად გირჩევთ უყუროთ…)

პ.ს.

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ციტირებებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ აზრს არ დავამახინჯებ არსად… გაგრძელება იქნება…
ყველა რაითი დაცულია და როგორც დიდი მიშა (მართლა დიდი) იტყოდა, ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე…

წყარო: აპიაც ჩემი მემორი… :)

მსგავსი ამბები

Back to top button