ქალი ადრეულ ეპოქაში
არავისთვის არ არის ახალი, რომ ძველად ქალები ძალიან დაჩაგრულები იყვნენ. (გამონაკლისების გარდა) ამ პოსტში მოგიყვებით როგორ ცხოვრობდნენ და რა როლი ეკისრებოდათ ქალებს სამ უძველეს ქვეყანაში- ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი და ძველი რომი.
საერთოდ, ეგვიპტე ჩემი უსაყვარლესი ქვეყანაა. ამიტომ პოსტს ეგვიპტით დავიწყებ:):*
ძველი ეგვიპტე
ეგვიპტელთათვის ოჯახი უმნიშვნელოვანესი იყო. ქალს ჯახური მეურნეობისთვის გაძღოლა და ბავშვების შობა ევალებოდა. თუმცა, სხვა ძველ ცივილიზაციებთან შედარებით, ძველ ეგვიპტეში ქალებს საკმაოდ დიდი თავისუფლებაც ჰქონდათ მინიჭებული და ბევრი ის უფლებაც, რითაც მამაკაცები სარგებლობდნენ.
ქალი საზოგადოებაში
ძველ ეგვიპტეში ქალს მამაკაცის ტოლფასი საზოგადოებრივი მდგომარეობა არ ეკავა(ბევრმა მდაბიო ქალმა წერა-კითხვაც არ იცოდა), მაგრამ ყველა ქალს შეეძლო დაედო საქმიანი გარიგება და ხელშეკრულება, ჰქონოდა საკუთრება ან მოწმედ გამოსულიყო სასამართლოში.
მაღალი და საშუალო კლასის ქალები კი შედარებით განათლებულებიც იყვნენ და წერა-კითხვა იცოდნენ. მნიშვნელოვან სამთავრობო თანამდებობებს ვერ დაიკავებდნენ, მაგრამ ქმრებს ხშირად ეხმარებოდნენ საქმეში.
საქმიანი ქალი
მართალია, ქალები უმეტესად შინ ისხდნენ, მაგრამ ზოგი მაინც იკეთებდა კარიერას. კეთილშობილ ქალს შეეძლო სეფექალი ან ქურუმი გამხდარიყო. სხვები კი- მეფის კარისა თუ ტაძრის მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები და აკრობატები იყვნენ. არსებობდნენ ფეიქარი, მებაღე, პროფესიონალი მოტირალი ქალები და ექიმებიც კი.
ღარიბი ქალები ხშირად მოახლეებად და ძიძებად მუშაობდნენ მეფის ან დიდებულების ოჯახებში, რაც მათთვის ხშირად სახარბიელო იყო- მეფის ოჯახში მომუშავე ზოგიერთი ძიძის ვაჟებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ სასახლის კარზე.
თუ ქალის ქმარი რაიმე მიზეზით დიდი ხნით წავიდოდა სახლიდან, ოჯახურ საქმეს ქალი მართავდა. ზოგჯერ ქალი მთელ მეურნეობას პატრონობდა.
გათხოვება
მეფეს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, დანარჩენ მამაკაცებს კი- მეტწილად, ერთი. კაცს დაახლოებით ოცი წლის ასაკში მოჰყავდა ცოლი, გოგონები კი უფრო ადრე – თოთხმეტი წლისანიც კი თხოვდებოდნენ.
ახალგაზრდას მშობლები ურჩედნენ მეუღლეს- როგორც წესი, მათივე წარმოშობის ან მათივე ოჯახიდან გადმოსულ ადამიანს, მაგრამ ქანდაკებებიდან, ნახატებიდან და სატრფიალო ლექსებიდან ჩანს, რომ წყვილებს ამ შემთხვევაშიც კი ხშირად თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი.
წყვილის ქორწინება ფინანსურ ანგარიშზე დაფუძნებული იურიდიული გარიგება იყო. ქმარი ცოლს თავის სარჩენად და ოჯახური მეურნეობის გასაძღოლად საჭირო სარჩოს უნიშნავდა.თუმცა ცოლსა და ქმარს შეეძლოთ თავ-თავილი ქონებაც ჰქონოდათ.
ამას გარდა, წყვილი საერთო ფონდსაც ქმნიდა, რომლის ორ მესამედს ქმარი ავსებდა, ერთს კი- ცოლი. ეს მათი შვილებისათვის განკუთვნილი თანხა იყო.
თუ ქორწინება უიღბლო გამოდგებოდა, წყვილს შეეძლო უბრალოდ გაყრილიყო, რისთვისაც მხოლოდ მოწმეთა წინაშე განცხადება იყო საკმარისი.
თუმცა, გაყრას, როგორც წესი, ერიდებოდნენ- წყვილის ნათესავები, ცოლ-ქმრის შერიგებას ყოველთვის ცდილობდნენ. თუ გაყრა გარდაუვალი აღმოჩნდებოდა, შვილები დედასთან რჩებოდნენ. გაყრის შემდეგ ორივე მშობელს შეეძლო დაქორწინება.
ძველი საბერძნეთი
ძველ საბერძნეთში ქალს უაღრესად შეზღუდული უფლებები ჰქონდა- სხვა ძველ ცივილიზაციებთან შედარებითაც კი. იგი არც პოლიტიკაში მონაწილეობდა და არც ქონებას ფლობდა, თანაც მის ცხოვრებას მუდამ თვალყურს ადევნებდნენ მამაკაცი ნათესავები: მამა, ქმარი, ძმა და ვაჟიშვილიც კი.
ბავშვობა მთავრდება
ქორწინების წინ პატარძალი თავის სათამაშოებს ქალღმერთ ათენას სწირავდა ბავშვობის დასრულების ნიშნად. შემდეგ წმინდა წყაროს წყალში განიბანებოდა, რომელიც საგანგებო სურით მოჰქონდათ და აბაზანაში ასხამდნენ. ამ სურას ლავტროფოროსი ერქვა და ხშირად მას ქორწინების ცერემონიის ამსახველი სცენები ამკობდა.
ქორწილი
ქორწილის დღეს ორივე ოჯახი მსხვერპლს სწირავდა ღმერთებს და თავ-თავს სახლში ნადიმს მართავდა. საღამოს სიძე პატარძლის სახლში მიდიოდა. მომავალი ცოლ-ქმარი ხშრად სწორედ ამ დროს ნახულობდა ერთმანეთს პირველად.
შემდეგ წყვილი სიძის სახლისაკენ გასწევდა. თუ მდიდრები იყვნენ, ეტლში სხებოდნენ, წინ კი მეჩირაღდნეები და მუსიკოსები მიუძღოდნენ, ღარიბები კი უბრალო ფორნით კმაყოფილდებოდნენ.
პატარძალს ხელში აყვანილს გადაიყვანდნენ ზღურბლზე იმის ნიშნად, რომიგი ახალი ოჯახის რელიგირ ცხოვრებას უერთდებოდა. ოჯახი ცოლ-ქმარს ხილსა და კაკალს უყრიდა ფეხრთით.
გაყრა და ქალის როლი
შინ ქალი არსებით როლს თამაშობდა: მას ებარა ფინანსები, საკვები, სახლის საქმე და ხელსაქმე. ქალი უვლიდა ბავშვებსა და ოჯახის ნებისმიერ წევრს, თუკი ვინმე ავად გახდებოდა.
ქალი ქმრის ერთგული უნდა ყოფილიყო. თუ ქმარს მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარებოდა, შეეძლო გაჰყროდა. მზითევი და ბავშვები ქმარს რჩებოდა.
სხვა ცხოვრება
ყველა გოგონას როდი ზრდიდნენ მორჩილ ცოლად. ზგი მათგანი, რომლებსაც ჰეტერებს უწოდებდნენ, მდიდარი მამაკაცების თანამგზავრები ხდებოდნენ. ისინი ფუფუნებით ცხოვრობდნენ და მამაკაცთა ნადიმებსაც კი ესწრებოდნენ.
ძველი რომი
იდეალური რომაელი ქალი კარგი დიასახლისი, მზრუნველი დედა და მორჩილი ცოლი იყო. მას ოჯახური მეურნეობა, ბავშვების დაწყებითი განათლება და ქმრის კარიერისთვის ხელშეწყობა ებარა. წესით, რომაელ ქალს მცირე უფლებები ჰქონდა, სინამდვილეში კი მათი უმეტესობა დიდი კულუარული გავლენის პატრონი იყო.
ქალის უფლებები
რომაელ მამაკაცს შეეძლო გაყროდა ცოლს, თუ იგი უშვილო გამოდგებოდა, დაუშნოვდებოდა ან ქმარს ბევრს ებუზღუნებოდა.(:D) ხოლო თუ უღალატებდა, ქმარს ცოლის სიკვდილით დასჯის უფლება ჰქონდა. ქალს, თავის მხრივ, მხლოდ მაშინ შეეძლო განქორწინება, თუ ქმარი მიატოვებდა, ჯარში წავიდოდა ან ტყვედ ჩავარდებოდა.
ქალები სამსახურში
ყველა რომაელ ქალს არ ჰქონდა საიმისო შეძლება, რომ მხოლოდ დიასახლისი ყოფილიყო და საოჯახო საქმეებზე ეზრუნა. ზოგი მეანა ან პარიკმახერად მშაობდა, სხვები კი ოჯახის მაღაზიებსა თუ მიწის ნაკვეთებზე შრომობდნენ. არსებობდნენ ჯამბაზი და მოცეკვავე ქალებიც, მაგრამ ეს სამუშაო პატივსაცემად არ ითვლებოდა.
***
აი ესე ცხოვრობდნენ ადრე ქალები…:))) წესით სხვანაირი დამთავრება უნდა ქონოდა პოსტს, მაგრამ დავიღალე ამდენი წერით!:D იმედია, მაინც მოგეწონათ:*