საკითხავისასარგებლოუცნაური

ჰაიტელი გოგონას ისტორია (+16)

სუსტი ნერვების მქონეთ არ გირჩევთ გაგრძელებას…

ჰაიტელი გოგონას, მერლი კასიუსის ცხოვრება 14 წლამდე ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღეს სარკეში ჩახედვისას აღმოაჩინა, რომ მისმა სახემ დეფორმაცია და ზომაში მატება დაიწყო.

ფიზიკურ ტკივილზე უფრო ძნელი ასატანი მისთვის ფსიქოლოგიური პროლემების დაძლევა აღმოჩნდა, რომელიც მარტოობამ გამოიწვია – მასთან მეგობრობა აღარავის სურდა, მეზობლებიც ერიდებოდნენ. მას აღმოაჩნდა მემკვიდრეობითი დაავადება ოლბრაიტის სინდრომი, რომელიც იწვევს ძვლების დარბილებას და წარმოქმნის სიმსივნეს. გარდა ამისა, თვალებზე დიდი წონის ზეწოლის გამო ის თითქმის ვერაფერს ხედავდა. მას არ შეეძლო გადაადგილება, მხოლოდ ჭამა და ტუჩების ოდნავ ამოძრავება.

საბედნიეროდ, ერთ-ერთმა ჰაიტურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ დააფინანსა მერლის აშშ-ში გამგზავრება სამკურნალოდ. ფლორიდაში წამყვანმა ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოს ფონდმა მალე შესაბამისი თანხა გამოყო ოპერაციების ჩასატარებლად. მთელი მსოფლიოდან უამრავმა ადამიანმა და ორგანიზაციამ გადარიცხა ფული გოგონას დასახმარებლად.

ქირურგები დაახლოებით 17 საათის განმავლობაში ატარებდნენ ოპერაციებს, რის შემდეგაც მერლი მაიამიში, ჰოლცის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მოაშორეს სიმსივნური გამონაზარდები და ძვლების ნაწილი სახიდან. აღუდგნეს თვალების ბუნებრივი მდგომარეობა და ნაწილობრივ ცხვირის ფორმაც. მთლიანობაში, გოგონას 7 კგ-ზე მეტი მასა მოაცილეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close