გართობა

სადღეგრძელოები

101770554540

ამ ჭიქით Ucnauri.com-ს გაუმარჯოს და ყველა მის წევრს. smilies smilie

/ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს მთით და ბარით, მდინარით და ზღვით, მტრით და მოყვარით, ყოვლად წმინდა სალოცავებით, და ყველა მასში მოქცეული სიკეთით.

/ერთ ლეგენდას მოვყვები, ალაბთ თქვენც იცით მაგრამ მაინც: დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა, ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თითო მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, აგდებდა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველო და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ
ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოსსს

/მოდით მეც ერთ საგღეგრძელოს შემოგთავაზებთ, თქვენის ნებართვით….
სამოთხეში გადასასვლელად ნემსის სიწვრილის ხიდია გადასალახი…
ერთი მოხუცი ამ ხიდთან იდგა და გადასვლას ვერ ბედავდა…
ამ დროს გამოიარა ერთმა მთვრალმა კაცმა და თავისუფლად გადავიდა…
მოხუცმა უფალს მიმართა “მე არაფერი დამიშავებია, ერთი ღარიბი კაცი ვარ და ამ ხიდს ვერ გადავდივარ, ხოლო ის მთვრალი იყო და მაინც ასე თავისუფლად გადავიდაო”….
ღმერთმა კი უპასუხა “ის რო სვამდა სუფრასთან ჩემი სადღეგრძელო თქვაო”…
ხო და მოდით ამ ჭიქით უფალი დავლოცოთ…

/ვხედავ ღვინით სავსე თასებს,
ვიყოთ მხნე და ჯანმრთელი,
გავიხსენოთ, ძმებო ღამე და წრე ამაღამდელი.
გაუმარჯოს! ასწით თასი!
ამ ცხოვრებას წამიერს,
გაუმარჯოს!
ვაშა!
ამინ!
ვიყოთ მრავალჟამიერ!!!

/სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან.
მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ,
რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან…
ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს,
რომელიც კი თვალის გუგას დასდენია,
ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს
პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია.. .

პ.ს. ფორუმზე ვწერდი სადღეგრძელოები თუ იცით დაწერეთ მეთქი და იქნებ აქ მაინც დაწეროთ კომენტარებში

წყარო: ქართული ფორუმები.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button