არქივი

კავკასიური ნაგაზი

c3ba65f493f2

ნაგაზი სულხან საბა ორბელიანის განმარტებით არის განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი. სულხან საბას მიერ მოტანილი ხალხური გადმოცემით ნაგაზი მგლისა და ძაღლის შეჯვარებით მიიღება. 

ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო – გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).

განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა – რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ – იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად – რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

1950-იანი წლებიდან კავკასიური მეცხვარული ძაღლის მასობრივი მოჯიშება სახელმწიფო დონეზე დაიწყეს საბჭოთა კავშირში. ათობით ათასი კავკასიური მეცხვარული ძაღლი გამოიყენებოდა სამეურნეო, სამხედრო ობიექტების (მათ შორის „ბერლინის კედლისა“) და მრავალმილიონიანი პატიმრობის ადგილების დასაცავად.

გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისათვის საბჭოთა ჯიშთსანაშენეებმა დიდი და მიზანდასახული მუშაობით მნიშვნელოვნად დახვეწეს და გააუმჯობესეს ჯიში, რომელიც არსებითად დაშორდა აბორიგენულ წინაპრებს. საუკუნეების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთმა „კავკასიური მეცხვარული ძაღლი (Кавказская Овчарка)“ და მისი სტანდარტი საერთაშორისო მასშტაბით დაარეგისტრირა როგორც რუსული ჯიში.

32c8374542fd

“მართლაც, საოცარია ამ ძაღლის ბედი და ისტორია. დღეს ხშირად კამათობენ მის წარმომავლობაზე, კარგი ხომ ყველას უნდა. ჩვენ, სამწუხაროდ მანამდე არ ვაფასებთ ჩვენს სიმდიდრეს, სანამ ვინმე არ წაეპოტინება და არ წაგვართმევს. ყოველთვის დაკარგულს მივტირით და რაც გვაქვს, იმის შენარჩუნებაზეც არ ვფიქრობთ: ვანიავებთ ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით მოპოვებულს. მიწიდან დაწყებული ერთი შეხედვით “უმნიშვნელო” ძაღლით დამთავრებული.

სურათები

d9ba616e7a00

3d6fb9184e57

61eacc22e183

789434f1b13f

e8afd2a790a7

44ffbe9e064c

de4098bef54b

89e9a58d2cba

fa77805728c9

მსგავსი ამბები

Back to top button