უცნაური

რესტორანი-საავადმყოფო

ae1cb0c4423f

თუკი თქვენ სიტყვისგან “საავადმყოფო” მადა გეკარგებათ,მაშინ გადახედეთ ამ პოსტს. საქმე იმაშია რომ რიგაში 2008 წელს გაიხსნა უნიკალური და უცნაური რესტორანი სახელწოდებით Hospitalis,რომლის ინტერიერიც მთლიანად შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებას.

მენიუში შეიძლება იპოვოთ კერძი სახელწოდებით Trakonama zupа (სუპი საგიჟეთიდან), რომლის დროსაც გაცმევენ სპეციალურ ფორმას(ალბათ მიხვდით,გიჟებს რომ აცმევენ) და გაჭმევენ ხელით,როგორც პაციენტს გიჟს.

რესტორნის სამზარეულო ჰგავს პალატას,მიმტანები კი ექთნები არიან. კედლები და ჭერი თეთრი ფერისაა,კერძებს ქირურგიული ხელსაწყოებით მოგართმევენ.მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც საავადმყოფოში.ყველაფერ ამასთან ერთად რესტორანში შესაძლებელია უყუროთ ფილმებს მედიცინის შესახებ.

ამ იდეის ავტორი გახლავთ მარის რევალდსი,რომელიც 8 წელი ემზადებოდა თავისი ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

და ბოლოს,ფულის გადახდა ხდება “ტრადიციული” სამედიცინო მეთოდით,თანხა უნდა ჩადოთ კონვერტში,რომელსაც ექნება წარწერა “მადლობა”

8193918b4492
7604731bb13a
72e174bfcffb
7e9739724ee7
e4314d33dafe

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button