საკითხავისაქართველო

ქებათა ქება ნიკორწმინდას

ალბათ ყველას გაგიგიათ გალაკტიონის ცნობილი ლექსი ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას,,. ჩემი აზრით ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ ბრწყინვალე ლექსის თუნდაც ერთი სტროფი!
ლექსის ასეთ ფორმას(ანუ რვატაეპიანი ლექსის ასეთ ფორმას) ოქტავა ეწოდება.ოქტავა რვატაეპიანი სალექსო სტროფია. იგი იტალიურ პოეზიაში წარმოიშვა. ოქტავებით წერდა ცნობილი იტალიელი პოეტი ტორკვატო ტასო. საქართველოში კი ამ სალექსო ფორმის დამამკვიდრებლად გალაკტიონ ტაბიძე მიიჩნევა.
როგორც იცით, რითმა ერთი და იმავე ან მსგავსი ჟღერადობის სიტყვათა განმეორებაა უმთავრესად ტაეპთა ბოლოს. გარითმვის სქემა კი რითმათა განლაგებას ეწოდება. გარითმვის სქემის ამოსაცნობათ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ტაეპთა დაბოლოებებს და მოვნიშნოთ მსგავსი ან ერთნაირი სიტყვათა განმეორებები ანუ რითმები.ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ რითმის აღსანიშნავად ლათინურ ასოებს იყენებენ:abcd…ამიტომ ერთმანეთთან გარითმულ ტაეპებს ერთი და იგივე ლათინური ასო უნდა მივუწეროთ და მივიღებთ გარითმვის სქემას.მაგალითად:
ალაზნის ველზე ისე ღამდება a
და მთვარე ისე მშვიდად ამოდის, b
ყველა ტკივილი დაგიამდება, a
თუ რამ გტკენია ამ საღამომდის. b
გარითმვის სქემა abab მიუთითებს, რომ ოთხტაეპიან სტროფში პირველი ტაეპი მესამეს ერითმება, მეორე- მეოთხეს.ამგვარ გარითმვას ჯვარედინი გარითმვა ეწოდება.
კლასიკურ ოქტავაში კი ტაეპთა გარითმვის სქემა ასეთია:abababcc.ანუ პირველ ექვს ტაეპში ჯვარედინი რითმაა, ბოლო ორ ტაეპში კი – წყვილადი.გალაკტიონმა გარითმვის ეს სისტემა შეცვალა:ababcccb. როგორც აღნიშნავენ, გალაკტიონის ოქტავები განსხვავდება ყველა სხვა რვატაეპიანი სტროფისაგან და წმინდად გალაკტიონისეულია.
ახლა კი მინდა წაგიკითხოთ ამ ლექსის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი:
შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება-
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
იმედია ამ ლექსის შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია მაინც მოგაწოდეთ!

წყარო:ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close