წყალს ჩვენი ესმის
იაპონელი მეცნიერი მასარუ ემოტო 1999 წლიდან ატარებს კვლევებს წყალზე. მან უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა და საოცარი შედეგი მიიღო. ის ირწმუნება, რომ წყალს ჩვეულებრივად ესმის ადამიანის ნათქვამი და რეაგირებს კიდეც მასზე.
თავდაპირველად მეცნიერმა გამოიკვლია, რამდენად განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ადგილას მყოფი წყლის კრისტალები.
წყაროს წყალი გაზაფხულზე
მდინარის წყალი
საფრანგეთის ქალაქ ლორდესის შადრევანი
გამოხდილი (დისტილირებული) წყალი
ქალაქ მინაკამის წყალსაცავის წყალი
იგივე წყალი ბუდისტი ბერის ლოცვის შემდეგ
მას შემდეგ, რაც მეცნიერმა დაადგინა, რომ წყლის კრისტალები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირ ფორმას იღებს, გადაწყვიტა შეემოწმებინა, ხმაზე რამდენად რეაგირებდა. შედეგი საინტერესო იყო:
წყალს უთხრეს: მომბეზრდი, უნდა მოგკლა
წყალს მოასმენინეს ადოლფ ჰიტლერის ლაპარაკი
წყალს სასიყვარულო და მოსაფერებელი სიტყვები უთხრეს
წყალს დედა ტერეზას ფრაზები უთხრეს
ამ ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით, ივარაუდეს, რომ წყალს ადამიანის ყველა ენაზე ნათქვამი ესმის.
და კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელმაც დამატებითი პლიუსი დაუწერა ამ თეორიას:
ქილაში იყო მოხარშული ბრინჯი. ორი კვირის განმავლობაში მოზარდები მარცხენას ეუბნებოდნენ “გმადლობ”, მარჯვენას კი “მძულხარ”. ორი კვირის შემდეგ მარცხენას ისევ შესანიშნავი გემო ჰქონდა, მარჯვენა კი დალპა.
ეს ექსპერიმენტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვს ერთი შეხედვით, უბრალო სიტყვას :boli: