უცნაური

აკაშის ჩანაწერები

9eaf212ae174
ფსიქოლოგიისა და ეზოთერიკის მოყვარულებს პოსტი ძალიან დააინტერესებს.
ალბათ ბევრ თქვენგანს ასეთი სიტყვა არც გაუგია და გაინტერესებთ რა არის საერთოდ აკაშა. აკაშის ჩანაწერები ეს არის სხვანაირად რომ ვუწოდოთ ,,ცხოვრების წიგნი”, ,,კოსმიური აზროვნება”, ,,უნივერსალური აზრი” ,,უნივერსალური კომპიუტერი”, ,,გონების ღმერთი” ან უბრალოდ ,,სულის ჩანაწერები”. ეს არის წარსულის, აწმყოს და მომავალის ცოდნა. ეს უნივერსალური სისტემაა, სადაც რეგისტრაციას გადის ყველა წარმოთქმული სიტყვა, აზრი, მოქმედება. ეს საწყობია, სადაც ადამიანის გამოცდილება, მასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა საგულდაგულოდ ინახება.

აკაშის ჩანაწერები არ წარმოადგენს ფიზიკურ წიგნებს, რომელიც შეგიძლიათ გადაშალოთ და წაიკითხოთ. ის უფრო ენერგეტიკული ვიბრაციაა, ეს ენერგია მეხსიერებაში კვლავ აღადგენს გამოსახულებებს, ფორმებს, სიმბოლოებს,რომელთა აღქმა ჩვენი ტვინისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

რა აზრი აქვს აკაშის ჩანაწერების არსებობას და მის წაკითხვას? ამის უმთავრესი მიზანია,უდიდესი ღირებულების ინფორმაციით დაგვეხმაროს სწორად ცხოვრებაში. ამ ჩანაწერებით ადამიანმა შესაძლოა ბევრი რთული სიტუაციიდან იპოვნოს გამოსავალი,მოაგვაროს გარკვეული პრობლემები, გაიზარდოს სულიერად და დაალაგოს რთული ცხოვრების პერიოდი.

აკაშის ჩანაწერები თეოსოფიურ-ეზოთერული, ასევე ანთროსოფიული ტერმინია. ეს ტერმინი კი გამოიყენება აღწეროს მისტიკური ცოდნა, რომელსაც ფიზიკურ დონეზე ვერ შესწვდები. აკაშის ჩანაწერებთან დაკავშირება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნათელმხილველობის ფენომენის ასახსნელად, ასევე ზოგადი წყაროებიდან ყველა, ნებისმიერი ადამიანის შინაგანი სამყაროს აღმოჩენასთან. ეზოთერიკოსები ფიქრობდნენ, რომ ჩანაწერებთან წვდომის ყველაზე კარგი მეთოდი ასტრალი იყო.

ტერმინი აკაშა პირველად თეოსოფიურ მოძრაობაში გაჩნდა XIX საუკუნეში, ამ თეოსოფებმა კი ეს სიტყვა ინდუიზმისგან ისესხეს. სადაც ,,აკაშა” აღწერს ბუნების ჩამოყალიბების ფუნდამენტურ პრინციპს ან გამომწვევ მიზეზებს. სახელდობრ აკაშისგან, ძველი ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ყველა ძირითადი ელემენტი ( ცეცხლი,ჰაერი,მიწა და წყალი) უკავშირდება ადამიანის 5 გრნობას, შეგრძნებას.

ინფორმაცია,რომელიც აკაშის ჩანაწერში შეგიძლიათ იპოვნოთ,გაცილებით მეტია,ვიდრე ფსიქიკის წაკითხვა, ეს არის თქვენი სულის ბილიკებისა და ბედ–იღბლის თვალწინ გაელვება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მისწვდეს ამ ინფორმაციას,რადგან ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი სამყაროსთან,მაგრამ უმეტესად გონება იმდენად დაკავებულია, რომ ბლოკავს კავშირს ამ შიდა მონაცემთა ბაზასთან.

აკაშა არ არის მხოლოდ გონებაში მოსულ აზრთა ერთიანობა, არამედ ეს ნამდვილი ენერგეტიკული ველია, სამყაროში არსებულ ყველაზე და ყველაფერზე მიღებული ინფორმაციის კვანტური ნაწილაკებისა და ტალღების ველი.
აკაშის ენერგეტიკული ველი მოიძებნება ნებისმიერ სიტუაციაში,რაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა ემოცია გაქვთ,რა ფიქრები,დაიმახსოვრეთ რომ ეს ყველაფერი სადღაც ილექება,სადღაც ინახება. ჩვენ მეტისმეტად მჭიდროდ ვართ ჩაქსოვილნი სამყაროს ცნობიერების ქსოვილში, და ეს კი შესასვლელია აკაშაში. როდესაც ჩვენ დავაკაკუნებთ ამ კარზე და გავხსნით ქვეცნობიერის კავშირს,ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ კონკრეტული ინფორმაცია რომელიმე სულის მოგზაურობაზე ,ნებისმიერ ადგილსა დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

აკაშა არსებობს მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე. მხოლოდ ღრმა მედიტაციის პროცესში არის შესაძლებელი ხიდის გადება და მასობრივი ინფორმაციის წაკითხვა, ცნობიერების დაკარგვისა და მოულოდნელი ძილად მივარდნის გარეშე.

მრავალი სწავლული მიიჩნევს,რომ აკაშის ჩანაწერების წაკითხვა ადამიანს სხვადასხვა მდგომარეობაში შეუძლია (მედიტაციის გარდა). ეს შეიძლება იყოს მაგალითად ძილის ან ტრანსის მდგომარეობა, ასევე ასტრალიც.

7 რამ აკაშის ჩანაწერებზე Linda Howe–ის მიხედვით:
1. აკაშის ჩანაწერები შეიცავს ყოველი სულისა და მისი მოგზაურობის ვიბრაციულ ჩანაწერს.

2. ყველა შედის აკაშიც ჩანაწერში, აბსოლუტურად ყველა.

3. ყოველი ადამიანის აკაშიც ჩანაწერში ორი ნაწილი გამოიყოფა, ერთი – სულის პროგრამა,გეგმა,რომელიც გარდაუვალია და არასოდეს იცვლება და მეორე – დინამიური სიუჟეტი მოგზაურობისა, რომელზეც ადამიანის ცნობიერების ევოლუცია გავლენას ახდენს და იცვლება.

4. ყველა ადამიანს შეუძლია შეაღწიოს თავისი აკაშის ჩანაწერში,მაგრამ სხვაზე ინფორმაციის წასაკითხად იმ ადამიანის ქვეცნობიერი თანხმობაა საჭირო.

5. აკაშის ჩანაწერები ყველგანაა და ნებისმიერ დროს,ნებისმიერ ადგილას ხელმისაწვდომია.

6. შესაძლოა ამ ინფორმაციის მოპოვება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.შენი სულის არსი და გამოხატულება, პოტენციალი და მიზნები დაინახო. ჩანაწერი შეიძლება იყოს იარაღი,რომელიც საკუთარი ცხოვრების დანიშნულების აღმოჩენაში დაგეხმაროს.

7. აკაშის ჩანაწერები თავდაპირველად ენერგიას გადმოგვცემს და ამის შემდეგ ინფორმაციას.

გაგრძელება იქნება…

YouTube – Castlevania Nocturne (Piano) – Xianning by iri_lekveishvili

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button