ბუნების იშვიათი სილამაზე
ფოტოზე აღბეჭდილი იშვიათი და ლამაზი ბუნებრივი მოვლენები :ucnauri.com:
1. მთვარის ცისარტყელა. ეს მოვლენა საკმაოდ იშვიათია და მხოლოდ სავსე მთვარეობისას ხდება. ყველაზე ხშირია კენტუკის შტატში, ქალაქ კიმბერლენდში.
2. ორეოლი. ეს არის მზის სხივებით მზის გარშემო შექმნილი წრე. იშვიათად მსგავსი მოვლენა ხდება მთვარის, ზოგიერთი ვარსკვლავისა და ვენერას შემთხვევაში.
3. ვენერას სარტყელი. ასე ეწოდება მოვლენას, როცა მზის ჩასვლის ან ამოსვლის დროს ჰორიზონტსა და ცას შორის ვარდისფერი ზოლი ჩნდება.
4. Noctilucent Clouds. სამწუხაროდ, ვერ გავარკვიე, ქართულად როგორ ქვია, ამიტომ უცლვლელად დავტოვე. ეს არის მოვლენა, როცა მზის ჩასვლის შემდეგ ღრუბლების ნაწილი სინათლის გარდატეხის საშუალებით ანათებენ, ისე რომ სინათლის წყარო არ ჩანს.
5. ავრორა. ეს არის ნათება, რომელსაც იწვევს ატმოსფეროს ზედა ფენაში შემოჭრილი მზის დამუხტული ნაწილაკები. პოლარული მხარეებიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შესამჩნევია საღამოდან.
6. ფერადი მთვარე. სინათლის გარდატეხის, მტვრის, ჰაერის მასების განსაკუთრებული მოძრაობის გამო მთვარე შეიძლება გახდეს წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ა.შ.
7. ცეცხლის ღრუბლები. მოვლენა, როდესაც ღრუბელი დედამიწიდან ცამდეა გაჭიმული. მსგავსი რამ შეიძლება გამოიწვიოს ვულკანმა, ტყეში გაჩენილმა ხანძარმა ან ბირთვულმა აფეთქებამ.
8. სინათლის სვეტი. მსგავსი რამ ხდება, როცა მზის ჩასვლისას სხივებს ირეკლავენ ყინულოვანი ღრუბლები. შედეგად იქმნება გრძელი სხივი. მსგავსი რამ შეიძლება მთვარის შემთხვევაშიც მოხდეს.
9. ცეცხლის ცისარტყელა. ეს არის უკიდურესად იშვიათი ფენომენი, რომელიც ხდება ღრუბლების მაღალ ფენებში მზის სხივების ყინულის კრისტალებზე გარდატეხისას.
10. მწვანე ლაქა ან სხივი. ის ჩნდება მზის თავზე ჩასვლისას ან ამოსვლისას რამდენიმე წამის განმავლობაში.