საკითხავისასარგებლო

ოქრო


თითქმის ყველაფერი ოქროს შესახებ

ისტორიული მიმოხილვა.

სიმბოლო მიღებულია ოქროს ძველი რომაული სახელწოდებიდან. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ ელემენტის სახელწოდება ლათინურად (ურორა – ცისკარი) წარმოდგენს

ოქრო ყვითელი ფერის, რბილი, კაშკაშა ლითონია. მძიმე_ ხვ.წ. 15,6_19,3; ბუნებაში უმთავრესად გვხვდება
თვითნაბადის სახით, უსწორ-მასწორო მარცვლები,
ნაჭრები, მავთულისებრი, ცდენდრიტული, ფურცლისებრი,
ქერცლისებრი. სიმაგრე დაახლ. 3.

ლამაზი ფერის, ძლიერი ელვარების, კარგი ჭედადობის, იშვიათობის გამო ოქროს უძველესი დროიდან იყენებდა ადამიანი სამკაულებისათვის და ფულის მოსაჭრელად. ოქროს ნივთების წარმოშობას ძალიან შორეულ წარსულში მივყავართ, რამდენიმე ათასწლეულის მიღმა. რაც შეეხება პირველ ოქროს მონეტებს, მისი წარმოება პირველად მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში დაიწყეს ძვ.წ. მე-8 ს. ბოლოს. მაშინ მას ამზადებდნენ ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი ნაერთის_ ელექტრუმისაგან.
“ოქრო” ქართული სახელწოდებაა. “ შესაძლებელია, ოქროს სახელწოდება წარმოქმნილია ქართული სიტყვისაგან “ უქრობი”, იმის გამო, რომ ამ ლითონის ბზინვარება არ ქრება, ის არ იცვლება, არ მქრქალდება” (ა. ჩხენკელი, “ ქიმია საქართველოში ძველად”, გვ.31)
საქართველოში ოქროს ნივთები ბრინჯაოს ხანიდანაა ( ძვ. წ. 3_2 ათასწლ.) ცნობილი. შუა ბრინჯაოს ხანისაა თრიალეთის დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა; ათასობით ოქროს ნივთს შეიცავს ანტიკური ხანის სამარხები (მცხეთის, ვანის, ახალგორის, სტეფანწმინდის და სხვ.) “ ოქრომჭედელთა განსაცვიფრებელ დახელოვნებას ცხადსა ხდის ფაქიზი გამოჭედვა ან კერვა, ტვიფრვა ან ტვიფრით მოჭრა, მჭვალვა, რჩილვა, წვნა, გაწელვა,
მოცვარვა, მოელვარება, მომინანქრება, მოალვა_მოსევადება, თვალედი და მინანქრული პოლიქრომია, ოქროცურვის ელემენტები” (საქ. ისტ. Nნაკრ. ტ. 1. გვ. 750_751).
ანტიკური ხანის საქართველოში ოქრომჭედლობის განვითარებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დიდი მცხეთის უბანში_სარკინეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჩუქურთმოვანი ტვიფრები, ტიგელის ნაწილები, ლითონის წარმოების ნარჩენები, მხატვრულ ნაწარმთა დაუმთავრებელი ნიმუშები, საოქრომჭედლო სასწორ_საწონები, გათლილი ძვირფასი ქვები.
საქართველოში რომ ოქრო მოიპოვებოდა, ეს უძველესი დროიდან იცოდნენ. არგონავტების თქმულების გარდა ცნობები შემონახულია ძველ ბერძენ ავტორებთან (პინდარი _ 518-442 წწ. ძვ. წ.), აპოლონიოს როდოსელი (295_215 წწ. ძვ. წ. ), პლინიუსი (29_79 წწ.) სტრაბონი ( ახ. წ. 1 ს.). რომაელი ისტორიკოსი აპიანე (ახ.წ. 2ს. ) თავის რომის ისტორიაში აღწერს პომოეუსის ლაშქრობას მითრიდატეს წინააღმდეგ და ამბობს: “კავკასიის მრავალ მდინარეში არის ოქრო მცირე მარცვლების სახით. ადგილობრივი მკვიდრნი ათავსებენ მდინარეში სქელ ბეწვიან ცხვრის ტყავს და ამგვარად აგროვებენ ოქროს, რომელიც რჩება ამ ტყავში “ (აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია) ძველ ქართულში მატყლს საწმისი ერქვა, აქედან_ თქმულება ოქროს საწმისზე.
საქართველოში ოქროს სიუხვეზე მიუთითებს სხვა ფაქტებიც. პლუტარქეს ცნობით, ძვ.წ. 65 წელს ქართლის (იბერიის) მეფე არტოკმა რომაელთა სარდალს პომპეუსს მიართვა ოქროს ტახტი, მაგიდა და სარეცელი. ხოლო ახ.წ. 2 საუკუნეში ფარსმან მეფემ რომის იმპერატორს უძღვნა ოქროს სავარძელი და ოქროთი შემკული მოსასხამი.
თამარ მეფის ისტორიკოსი გვამცნობს: რუქნადინის დამარცხების შემდეგ “ვერცხლის ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი… რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო” (ქართლის ცხოვრება, ტ.1, გვ.141).
მე_18 საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს, ალავერდის, ახტალის და დამბლუტის საბადოებში დაიწყეს ოქროს მოპოვება. 1776 წელს ერეკლეს მცხეთის ტაძრისათვის შეუწირავს შვიდგირვანქიანი ოქროს ჭურჭელი, რომელიც დამზადებული იყო ახლად მოპოვებული ოქროსაგან. ამას გვაუწყებს ჭურჭელზე გაკეთებული წარწერა.
ოქრო ქიმიურად ინერტულია, მაღალ ტემპერატურაზეც არ უერთდება ჟანგბადს, აზოტს, ნახშირბადს. გვაძლევს ნაერთს ვერცხლთან (ელექტრუმი), სპილენძთან, პლატინასთან, ტყვიასთან, ანთიმონთან, ვერცხლისწყალთან, მანგანუმთან, მაგნიუმთან. ოქრო ვულკანური წარმოშობისაა, გაფანტულია მაგმურ ქანებში, დედამიწის ქერქშიც. გამოიყოფა ცხელი წყლებიდან. ოქროს შემცველი ქანების დაშლის შედეგად ოქრო მრავლადაა ქვიშრობებში, მაგალითად, ავსტრალიის ოქროსშემცველ ქვიშრობთა სიმძლავრე 70 მ. აღწევს. ქანებსა და მადნებში გვხვდება თვითნაბადის სახით( 5გ_ზე მეტი წონის ოქრო თვითნაბადად ითვლება.). მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო, ე.წ. “ჰოლტერმანის ფილა” იპოვეს 1872 წ. ავსტრალიაში. 285კგ_იანი ლოდი 93კგ. სუფთა ოქროს შეიცავდა; ხოლო თვითნაბადი “სასურველი უცნობი”_ 71კგ_ს. ურალში ნაპოვნი ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო იწონის 36,2 კგ_ს.
ახალ დროში, მე_19 საუკუნეში და მე_20 საუკუნის პირველ ათეულ წლებში ცალკეული კერძო მწარმოებლები ოქროს ეძებდნენ ჭოროხის, რიონის, ენგურის, ცხენისწყლის, მტკვრის, ხრამის და მათი შენაკადების ქვიშრობებში. რევოლუციამდელ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა ცნობები საქართველოს სხვადასხვა რაიონში ოქროს შემცველი ქვიშის აღმოჩენის შესახებ. გეოლოგები მიუთითებდნენ სვანეთში, მდ. ენგურსა და მის შენაკადებთან პერსპექტიულ ადგილებს ოქროს საძიებლად. ს. სიმონოვიჩმა გეოლოგიურ რუკაზეც კი აღნიშნა სვანეთში ოქროს ბუდობი.
1936 წლიდან ოქროს მოიპოვებდნენ მდინარე ენგურის ქვიშრობებიდან. ენგურისა და მისი შენაკადების ქვიშაში ოქრო გვხვდება მარცვლების და მცირე ზომის ფირფიტების სახით. მდინარეთა სათავეებთან ოქროს აქვს მავთულის, დაკუთხვილი მარცვლების, დენდრიტების ფორმა, ზოგან კი კარგადაა დამრგვალებული.

ბუნებაში გავრცელება.

ოქრო კეთილშობილი მეტალია. ბუნებაში გავრცელებულია თვითნაბადი ძარღვეული ან ქვიშრობების ოქროს სახით. ძარღვეული ოქრო წვრილი კრისტალების სახით ჩაწინწკლულია კვარცის ქანებში. ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება, იშვიათად, ტელურთან ნაერთის სახით, მაგ:AuAgTe4
სილვანიტი. Au2Te კალავერიტი დედამიწის ქერქის შემადგენლობაში ოქრო 5X10-7%

ოქროს მოპოვება.

ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდს ოქროს გარეცხვა წარმოადგენს. ამისათვის წვრილად დანამცეცებულ მთის ქანებს, ქვიშრობებს ჩარეცხავენ, ოქრო, რომლის ხვედრითი წონა დიდია, რჩება ჭურჭლის ფსკერზე, მსუბუქი ქანები კი სითხესთან ერთად გამოსცილდება მას. ის შეიძლება მიღებულ იქნეს ვერცხლისწყალში გახსნით. ცნობილია, რომ ოქრო ვერცხლისწყალში გახსნით იძლევა ამალგამას, რომელსა გამოხდით აცილებენ ვერცხლისწყალს, ოქრო კი რჩება. ოქროს მიღების ერთადერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს ციანიდური ე.წ. ბაგრატიონის ხერხი, რომელიც მადნიდან ოქროს უწვრილესი ნაწილაკების გამოცილების საშუალებას იძლევა. გაფხვიერებულ მადანს დაამუშავენებ KCN NaCN-ის განზავებულ ხსნარით. ჰაერის ჟანგბადის მოქმედებით ოქრო იჟანგება და გახსნის შედეგად მიიღება K[Au(CN)2] კომპლექსური ნაერთი, საიდანაც ოქროს თუთიის დამატებით გამოყოფენ.
4Au + 8KCN +2H2O + O2= 4K[Au(CN)2] + 4KOH
Zn + 2K[Au(CN)2]=2Au + K2[Zn(CN)4]
ამ რეაქციის დროს ოქროსთან ერთად, ნაწილობრივ რჩება Zn(CN)2 ნალექის სახით, რომელსაც აცლიან მჟავებით დამუშავებით და შემდეგ ჩარეცხვით, ოქროს კი დაადნობენ და ღებულობენ ზოდს.

ფიზიკური თვისებები.

ოქრო ლამაზი, ყვითელი ფერის მეტალია. კრისტალდება კუბურ წახნაგცენტრირებულ სისტემაში. კუბის წახნაგის სიგრძე 4,075A გრადუსის ტოლია. ოქრო ძლიერ ბლანტია. მისგან შეიძლება მიღებულ იქნეს ძლიერ თხელი ფენის ფურცლები ე.წ. კილიტა. ოქრო მიეკუთვნება მძიმე მეტალებს, მისი ხვედრითი წონა 19.3-ის ტოლია. ოქრო ელექტრობის და სითბოს კარგი გამტარია. მისი ხვედრითი ელექტროგამტარობა 18 გრადუს ტემპერატურაზე ვერცხლის ელექტროგამტარობის 67%-ს შეადგენს, ხოლო სითბოგამტარობა – 70%.

ქიმიური თვისებები.

ოქროს ახასიათებს დიდი მდგრადობა ატმოსფერული მოქმედებისადმი. ის არ იცვლება ჰაერზე, მაშინაც კი, როდესაც ეხება წყალს. ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ მდგომარეობაში არ ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. მასზე მოქმედებს ქლორის წყალხსნარი.
2Au + 3Cl2 = 2AuCl3
რაც მეტია ქლორის კონცენტრაცია ხსნარში, მით ადვილად მიდის ოქროს დაჟანგვა. ოქრო იხსნება სამეფო წყალში.
Au + 3HCl + HNO3= AuCl3 + 2H2O + NO
იხსნება ცხელ H2SeO4 – სელენის მჟავაში. ოქროზე არ მოქმედებს გამღვალი ტუტეები, არც გოგირდის, აზოტის, ფოსფორის, დარიშხანის მჟავები. უხსნადობა აიხსნება იმით, რომ ელექტროქომიურ ძაბვათა მწკრივში ის შორს დგას წყალბადიდან და მას არ შეუძლია ნაერთიდან წყალბადის გამოძევება.

გამოყენება

ოქროს შენადნობს ვერცხლისწყალთან (ამალგამა) იყენებენ მეტალის ნაწარმთა მოოქვრისათვის, უფაქიზესი ფილიგრანისათვის. ოქროს პრეპარატი მედიცინის მრავალ დარგშია გამოყენებული. ოქრო რიგი ქვეყნებისათვის წარმოადგენს სავალუტო მეტალს. ოქრო არის სახელწიფო სიმდიდრის ექვივალენტი, იგი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალუტის შეფარდებით სტაბილურობას. გამოიყენება სხვადასხვა სამკაულის და მის ამზადებლად. იმის გამო, რომ ოქრო ძალიან რბილი მეტალია, სიმაგრის მისაღებად მას სპილენძთან ან ვერცხლთან შეალღობენ. მედიცინაში კბილის გვირგვინის, ხიდების, პლომბისა და სხვ. დასამზადებლად. პლატინასთან და ვერცხლთან შენადნობი გამოყენებულია ელექტრული კონტაქტების საპასუხისმგებლო დანიშნულების ხელსაწყოებისათვის. ოქროს პრეპარატი მედიცინის მრავალ დარგშია გამოყენებული.

ოქროს ბიოლოგიური როლი
როგორც მიწის იშვიათი ელემენტი, ოქრო ცოცხალ ორგანიზმებში უმნიშვნელო რაოდენობითაა.მისი კონცენტრაცია შედარებით გაზრდილია ამ ლითონით მდიდარ ენდემიების მცენარეებსა და ცხოველებში.
ოქროს ორგანო _ მინერალურ ნაერთებს მედიცინაში დღეისათვის დიდი გამოყენება აქვთ. ეს ლითონი აფერხებს ანთებით პროცესებში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტების აქტივობას, ამიტომ მას დიდი ხანია იყენებენ რევმატული ართრიტების სამკურნალოდ. ოქროს მარილები დადებით შედეგს იძლევა ტუბერკულოზის მკურნალობისას, ხოლო ოქროს რადიაქტიური იზოტოპის კოლოიდური ნაწილაკები გამოიყენება
ავთვისებიან სიმსივნეთა სამკურნალოდ.

წყარო: http://lemill.net

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close