საკითხავისაქართველო

ქართველების აჯანყება კუნძულ ტექსელზე

8a6ca5b83044

ტექსელის აჯანყება, ვერმახტის 882-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე (ნიდერლანდები).

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და “ქართული ლეგიონის” რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

აჯანყება 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო ქართველი ჯარისკაცების თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის მხოლოდ ერთი ადამიანია ცოცხალი.ევგენი არტემიძე აჯანყების ერთ ერთი ორგანიზატორი იყო. დღეს იგი 87 წლისაა და ცხოვრობს დაბა მანგლისში, სადაც საკუთარ სახლში მოწყობილი აქვს ტექსელის აჯანყების მუზეუმი.

კუნძულ ტექსელზე ეხლა მდებარეობს ქართველებისთვის მიძღვნილი ცერემონიალური სასაფლაო, რომელიც 2005 წლის 4 მარტს მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა.

წყარო: ვიკიპედია

ეხლა კი ჰოლანდიელებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ამაზე ფილმი – The Aviatrix of Kazbek (ყაზბეგის მფრინავი).

მსგავსი ამბები

Back to top button