საკითხავისამხედრო

მაიკლ გრეგორი – მიხეილ გრიგორაშვილი

მიხეილ გრიგორაშვილი – ავიაციის ინჟინერი, რუსული, ამერიკული და კანადური ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.

მიხეილ გრიგორაშვილი 1888 წელს დერბენტში, დაღესტანში დაიბადა. განათლება სანქტ-პეტერბურგში, კომუნიკაციათა იმპერიულ ინსტიტუტში მიიღო. 1911 წელს საფრანგეთში მფრინავის პრაქტიკა გაიარა. რუსეთში დაბრუნებული გრიგორაშვილი პილოტ-ინსტრუქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი, როგორც სამხედრო ოფიცერმა, პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა.

1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კომუნიკაციათა სამინისტროში გზების ინჟინრად დაიწყო მუშაობა.

1921 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, მიხეილ გრიგორაშვილი იძულებული გახდა საქართველოდან გადახვეწილიყო. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და 1926 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

მიხეილ გრიგორაშვილმა, (მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც მაიკლ გრეგორი), აშშ-ში ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ-აილენდზე საავიაციო ქარხანაში, მაგრამ იმავე წელს გადავიდა Dayton-Wright Company-ში, 2 წლის შემდეგ კი Curtiss-Wright-ში.

1934 წელს მან დააარსა საკუთარი ფირმა “Gregor Aircraft”, სადაც შეიქმნა მომცრო ზომის თვითმფრინავი GR-1 ორ წელიწადში მიხეილ გრიგორაშვილი კანადაში გადავიდა, რადგან იქ Canadian Car and Foundry-ში შესთავაზეს სამსახური და მალევე ააწყო FDB-1 გამანადგურებელი ბიპლანი. ეს იყო ტექნიკურად და ფორმით დახვეწილი და ახლებური დიზაინის მოდელი.

1940-იან წლებში გრეგორი წამყვან სპეციალისტად მუშაობდა Chase Aircraft company-ში.

მაიკლ გრეგორი 1953 წელს ტრეტონში, ნიუ-ჯერსიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

წყარო: www.diaspora.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close