შედგა ჩვენი გასვლა ქოროღლისაკენ, როგორც დაგეგმილი იყო. ვიხალისეთ ბევრი. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი გასვლები გაგრძელდება. ყველა სურათი ატვირთულია ერთად. გადმოსაწერად იხილეთ ლინკი Qoroghli.rar. დღის დეტალური აღწერა შეგიძლიათ ნახოთ გაგრძელებაში.
ჩვენი დღე დაიწყო კოლმეურნეობის მოედანზე, პარკში, ერთმანეთთან შეხვედრით. ამჯერად დავარღვიეთ დაგვიანების ტრადიცია და ყველა დათქმულ დროს მოვიდა. სადაც იყო უნდა წავსულიყავით “ავტობუსით”, როცა სამარშუტო ტაქსის მძღოლმა შემოგვთავაზა “მარშუტკით” წასვლა. ჩვენ დავთანხმდით, რადგან თანხა ნორმალური იყო და თან, დროც არ დაგვეკარგებოდა. გზაში ბევრი ვიხალისეთ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში უკვე კოჯორში ვიყავით. ჯგუფში თავიდანვე დადებითი მუხტი ჭარბობდა და გზას შევუდექით. თავიდან ასფალტზე მოგვიწია სიარული და უნდა ითქვას, რომ გზაზე მოძრავმა “ჟიგულის” მძღოლმა ერთი ორჯერ კარგად აგვამტვერა (მარიაჟობდა :evil: ). ცაზე ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა ღრუბლები, მაგრამ მზე არ გვწყალობდა და კარგადაც დაგვწვა. გზაში ბატონმა გიორგიმ ხუმრობა და ხარხარი არ მოგვაკლო და დაღლა მხოლოდ ქოროღლის მისადგომებზე ვიგრძენით. დიდი ხნით არ გავჩერებულვართ და შევუდექით ქოროღლის აღმართს. აქ უკვე ძლივს ავბობღდით და მივადექით ქოროღლის კედლებს. ყველა გაოცებული იყო წინ გადაშლილი სილამაზით. ციხეში შესასვლელი დამაბრკოლებელი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ რისი უცნაურელები ვიყავით, რომ არ დაგვეძლია. გასაოცარი იყო ხედი. დროებით მოვკალათდით სიმაგრეში და წავუბაასეთ (ბატონ ირაკლის მოსული ტურისტების ქვით ჩაქოლვაც მოუნდა მაგრამ წარუმატებლად :evil: ) მწვადებს ველოდით და შეშაზე ფიქრიც დავიწყეთ. ადგილი ალბათ მშვენიერი შეირჩა. ცეცხლი გავაჩაღეთ. ახლა მხოლოდ ბაქარი და ხორცი გვაკლდა. ბაკოს მოსვლამდე კი მოვილხინეთ( აბა ამ ხალხის ხელში ვინ მოიწყენდა). ბატონმა გიორგიმ ანეკდოტებით “დაგვხოცა”, სვანის ანეკდოტებს ქეთევანის კისკისი ამხნევებდა, როგორც ცეცხლს ნავთი. აქეთ ჩვენმა ტურფებმა გიტარით და სიმღერით მოიწონეს თავი(აღსანიშნავია “კლიპი” ბაფთიან კატაზე ელენეს და დათოს შესრულებით). ირაკლი ცეცხლს გადაყვა და ბოლოს სიცხისგან მაისური გაიხადა (ამაზე “შთამბეჭდავი” რეაქცია ქონდა ბატონ გიორგის და იმდენი ქნა, უკან ჩააცმევინა). ამასობაში ბაქარ ბატონიც გამოჩნდა მეგობრებთან ერთად. გაგვაოცეს და მწვადებთან ერთად კალმახებიც ამოგვიტანეს. მწვადები მალე შეიწვა და “ქეიფიც” დაიწყო. ამ დროის განმავლობაში აღარ დავიწყებ ჩამოთვლას თუ, რა სასწაულები მოხდა ზემოთ ხსენებული პირების შესრულებით. შუა ქეიფში წამოწვიმა და წამოგვშალა, მაგრამ მალევე გადაიღო და “ნადიმიც” გაგრძელდა. დაახლოებით 7 საათისთვის “აბარგება” დავიწყეთ. იგივე მძღოლი დაგხვდა და კოლმეურნეობამდე მშვიდობით ჩაგვიყვანა. ახლა ყველანი დაღლილები ვართ და ძლივს ძლიობით ვწერ ამ პოსტს, ამიტომ ტური მოთხრობილზე ბევრად უკეთესი იყო. აქვე შემოგთავაზებთ საუკეთსო სურათებს. დანარჩენებს კი ლინკის სახით დავაგდებ.
P.S. დარწმუნებული ვარ ყველა კმაყოფილია და ეს გასვლა შემდეგი ტრადიციის დასაბამი იქნება. სავარაუდოდ შემდეგ გასვლას ზედაზნისაკენ შემოგთავაზებთ.
11:11/5/7/2009
მოძრავი ფოტო გიორგის და დათოს შესრულებით.
უცნაურ კიბეებზე ასვლა გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ავედით.
გოგოებისთვის ყვავილების მიტანა დაგვავიწყდა. :(
ბოლო სურათი რომელიც აუცილებლად უნდა დამედო. ქეთევანი და გიორგი.
P.S. დანარჩენი სურათების ლინკს კიდევ ერთხელ ვდებ, შემდეგი გასვლის შესახებ პოსტს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
http://uload.ge/download/ZC5R6QKL/Qoroghli.rar/