საკითხავისაქართველო

გჯერათ ცრურწმენების?

4cc1c57dc7ef
გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად სჯერა მოსახლეობას ცრურწმენების!
ქვემოთ ჩამოთვლილი ცრურწმენებიდან რომლის გჯერათ? პასუხები დაწერეთ კომენტარებში!
1.გზაზე თუ შავმა კატამ გადაგირბინათ, ქვა უნდა ისროლოთ, თორემ დაითარსებით.
2.მაგიდაზე თუ მარილი დაგეყარათ, ეს ცუდის ნიშანია.
3.თუ გასლოკინებთ, ესე იგი ვინმე გახსენებთ.
4.საღამოს ნაგვის გადაყრა არ შეიძლება.
5.საღამოს არ შეიძლება ნაბანი წყლის გადაქცევა.
6.საღამოს მოსანათლი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება.
7.ახალ მთვარეს ფული უნდა დაანახოთ, დაგებედებათ.
8.სიზმარში ხურდა ფულის ნახვა კარგის მომასწავლებელია.
9.სიზმარში ქაღალდის ფულის ნახვამ დარდი იცის.
10.სიზმარში თუ კბილი ამოიღეთ, ესე იგი ვიღაც გარდაიცვლება.
11.მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ სიღარიბე იცის.
12.ცუდი სიზმარი დილით წყალს უნდა გაატანოთ.
13.ღამით სახლში სტვენამ სიღარიბე იცის.
14.ჩანთის მაგიდაზე დადებამ სიღარიბე იცის.
15.ფულის ხელიდან ხელში მიცემა არ შეიძლება.
16.საპნის ხელიდან ხელში მიცემამ სიმწარე იცის.
17.პურის პურზე დაჭრამ სიღარიბე იცის.
მე მაგალითად არც ერთის არ მჯერა!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close