სამხედრო

დიდი ქართველი-ალექსანდრე ქართველიშვილი

6b47e3a576ec
დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის და მის
მიერ შექმნილი თვითმფრინავების შესახებ

ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების “Bernard”
dbd73dafca98
და “Ferbois”
5b01abfba82f
შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი.

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company”. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი გახლდათ და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის “Seversky Aircraft Corporation” პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი. 1939 წელს მას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviation Company”. ქართველიშვილი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47,
cad4ea4ed03d რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet
343a2563414e, Republic F-105
cce1b43869a0 და Republic F-84.
351b53251dfa

და უკვე ბოლოს შექმნილი A-10 რომელიც რუსული სატანკო არმადების გასანადგურებლად შეიქმნა. ის აწყობილი იყო ტყვიამფრქვევის გარშემო რომლითაც უნდა დაეზიანებინა ტანკები. ის ამერიკული ავიაციის ერთ ერთი საუკეთესო თვითმფრინავია და კიდევ 20 წელი დარჩება ექსპლუატაციაში.
d39bde472a2b

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში.
c124cc0cd935

წყარო:  ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close