არქივი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა


619a9747ae87

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

1.ქალაქი ბათუმი;
2.ქედის რაიონი;
3.ქობულეთის რაიონი;
4.ხელვაჩაურის რაიონი;
5.შუახევის რაიონი;
6.ხულოს რაიონი.

აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
/ქალაქი – 2: ბათუმი, ქობულეთი;
/დაბა – 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო.
/სოფელი – 333.

აჭარის გერბი
df9b90f52469

ეკონომიკა
აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგების აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.

ღირშესანიშნაობები
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
/გონიოს ციხე
/სხალთის ეკლესია
/ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ისტორია
1877–78 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. 1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

რეგიონის კოდი: GE-AJ
ფართობი: 2.900 კმ²
მოსახლეობა: 382 ათასი (2009)
ადმ. ერთეულები: 1 ქალაქი, 5 რაიონი
დედაქალაქი: ბათუმი
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე: მიხეილ მახარაძე
მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე: ლევან ვარშალომიძე

წყარო:ვიკიპედია.ორგ

მსგავსი ამბები

Back to top button