გასართობისასარგებლოსურათები

სხვაობა – 100 წელი

9a455930efc3

ფოტოზე აღბეჭდილი ერთი და იგივე მოვლენები, რომლებსაც ერთმანეთისგან 100 წელი
აშორებთ :)

———————

1. პირველი ადამიანები სამხრეთ პოლუსზე:

1628deb61578

1909 წლის 16 იანვარი. სურათზე არიან Douglas Mawson, Edgeworth David და Alistair Mackay. მათ საშინელ ყინვაში, ძაღლებშებმული მარხილებით გაჭირვებით მიაღწიეს დანიშნულების მიზანს.

100 წლის შემდეგ:

b472df6ee60b

დღესდღეობით მარხილები საავიაციო ტრანსპორტმა შეცვალა. სამხრეთ პოლუსზე ნებისმიერს შეუძლია მოხვდეს, თუკი ფინანსები და ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევს.

———————

2. აშშ-ს 27-ე პრეზიდენტის, უილიამ ჰოვარდ ტაფტის ინაუგურაცია.

08da85d8f86a

1909 წლის 4 მარტი. იმისათვის, რომ ქუჩა თოვლისგან გაეწმინდათ, 6000 მუშა და 500 ვაგონი დაიქირავეს. შედეგად, ნახევარ ღამეში 58 000 ტონა თოვლი გაიტანეს.

100 წლის შემდეგ:

b7f80c205d33

2009 წლის 20 იანვარს მოხდა აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ჰუსეინ ობამას ინაუგურაცია. მაყურებელი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მანამდე ვაშინგტონში გამართული ნებისმიერი ღონისძიების დროს. ასევე რეკორდი მოიხსნა ტელევიზიაშიც და ინტერნეტშიც (ინაუგურაციის ცერემონიალის მაყურებელთა რაოდენობის მხრივ).

———————

3. ტიტანიკის აგება იწყება:

72a77b84429d

1909 წლის 31 მარტი. 3000 მუშა სამი წლის განმავლობაში აგებდა ამ უზარმაზარ გემს, რომელსაც ზომაში რეკორდი უნდა მოეხსნა. მის მშენებლობაში 7,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ტევადობა 3547 ადამიანი იყო, სიგრძე 269 მეტრი, სიგანე 28 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ.

100 წლის შემდეგ:

006d48a5e622

2009 წლის 31 მარტს ტიტანიკის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მგზავრი, მილვინა დინი გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ტიტანიკის ნაწილებში აღმოჩენილმა პირადმა ნივთებმა ჯამში 110 მილიონი დოლარი შეადგინა. 2012 წელს დაგეგმილია 100 წლისთავთან დაკავშირებით (ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა) ტიტანიკის მსგავსი გემის აგება და ოკეანეში გასვლა.

———————

4. პირველი ადამიანები ჩრდილოეთ პოლუსზე:

85617943b70f

1909 წლის 6 აპრილი. სურათზე: Ooqueah, Ootah, Henson, Egingwah და Seeglo. 773 კმ-იანი მოგზაურობის ბოლოს რობერტ პიერი წერდა: “როგორც იქნა, ჩრდილოეთ პოლუსი! 23 წლის განმავლობაში ჩემი უდიდესი ოცნება ახდა! ჩრდილოეთ პოლუსი ჩემია!” ზემოთ ნაჩვენები სურათიც მისი გადაღებულია.

100 წლის შემდეგ:

8a69b52bd480

დღესდღეობით ჩრდილოეთ პოლუსზე ჩასვლა საჰაერო ან საზღვაო (ყინულმჭრელები) გზით ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სპეციალური ტურებიც კია ტურისტულ სააგენტოებში ამ მიმართულებით.

———————

5. თელ-ავივის დაარსება:

ec6f2fae9825

1909 წლის 11 აპრილი. 66 ებრაული ოჯახი შეიკრიბა იმ მიზნით, რომ ამ ხრიოკ უდაბნოში დასახლებულიყვნენ. მათი მიზანი იყო სახელმწიფო კანონმდებლობასთან შეთანხმებით აეგოთ თანამედროვე ებრაული დასახლება, რასაც მიაღწიეს კიდეც. საწყისი ფართობი 5 ჰექტარი იყო.

100 წლის შემდეგ:

a744f3683251

დღესდღეობით თელ-ავივი ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც 390 000 ადამიანს იტევს. ის უმნიშვნელოვანესი ქალაქია სამრეწველო, ბიზნესისა და ეკონომიკური მნიშვნელობით. თელ-ავივის უნივერსიტეტი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში.

———————

6. პირველი ძრავიანი საფრენი აპარატი

5cb9906edfaf

1909 წლის 25 ივლისი. ფრანგმა ავიატორმა ლუის ბლერიოტმა 25 000 ფრანკი დაახარჯა საფრენი აპარატის “Blériot XI”-ის აგებას, რომელმაც მისი იმედები გაამართლა.

100 წლის შემდეგ:

1f1ee92757b7

2009 წლის 25 ივლისს, როცა ბლერიოტის ავიარეისის 100 წლისთავს ზეიმობდნენ, ფრანგმა ედმონდ სალისმა წარმოადგინა საფრენი აპარატი, რომელიც ადამიანს ერგება და 40 წუთის განმავლობაში შეუძლია ფრენა – უფრო დიდხანს, ვიდრე ბლერიოტმა შეძლო.

———————

7. ინდიანაპოლისის სარბოლო ტრეკი

578963ab54a9

1909 წლის 14 აგვისტო. ტრეკის სიგრძე 800 კმ იყო. რბოლებში ძირითადად მოტოციკლები მონაწილეობდნენ. შემდეგ ტრეკის სიგანე თანდათან გაიზარდა, შესაბამისად მალე ავტომობილებს შორისაც ტარდებოდა შეჯიბრი.

100 წლის შემდეგ:

3026623154e9

დღესდღეობით მოედანი იტევს 257 000 ადამიანს. ფეხზე დამდგარსაც თუ მივამატებთ, ეს რიცხვი 400 000-მდე გაიზრდება. 100 წლის განმავლობაში რბოლებში მონაწილე ავტომობილების საშუალო სიჩქარე 100 კმ/სთ-დან გაიზარდა 250 კმ/სთ-მდე.

———————

8. პარიზის პირველი საჰაერო შოუ:

d0e5d760f363

1909 წლის 25 სექტემბერი. უამრავი მნახველი მოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომ ენახათ საფრენი აპარატები და შეეძინათ კიდეც. ფასები დაახლოებით 10 000-დან 30 000 ფრანკამდე მერყეობდა.

100 წლის შემდეგ:

5275a0a72037

პარიზის საჰაერო შოუ დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება მსოფლიოში. მას ესწრებიან უმსხვილესი საავიაციო კორპორაციების წარმომადგენლები. 2009 წლის ივნისში 100 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში პილოტებმა მრავალი ილეთი შეასრულეს მე-20 საუკუნის აპარატებით. მათ შორის იყო “Bleriot XI”.

———————

9. უბედური შემთხვევა ილინოისის შტატის ქალაქ ჩერიში:

77c3db0ec8dd

1909 წლის 13 ნოემბერი. ქვანახშირის მაღაროში გაჩენილი ცეცხლის გამო 490 ადამიანიდან 259 დაიღუპა მომწამლავი გაზით. 12 მუშა კი მაშინ გარდაიცვალა, როცა მეგობრების დახმარებას ცდილობდნენ. გვამების გამოტანას 6 თვე მოანდომეს.

100 წლის შემდეგ:

2dc91426c7a3

2009 წლის 14 ნოემბერს, ილინოისის შტატის ხელმღვანელობამ ამ ადგილას მონუმენტი აღმართა და ხანძრის დროს გარდაცვლილთა სახელ-გვარები წააწერეს.

———————

10. ყველაზე მაღალი შენობა:

15c454f82963

1909 წლის ნოემბერი. არქიტექტორ ნაპოლეონ ლებრუნის პროექტით მანჰეტენში აშენდა უმაღლესი ცათამბჯენი. ის 213 მ სიმაღლის იყო და 50 სართულს მოიცავდა. თითოეულ მხარეს დიდი საათი იყო მიმაგრებული, დიამეტრი 8 მ, სიმაღლე 1.2 მ, წონა ნახევარი ტონა.

100 წლის შემდეგ:

d67adb205093

2009 წლის 1-ლ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ ბურჯ დუბაის მშენებლობა დასრულდა. ის სიმაღლეში 818 მეტრია და 160 სართულიანია. მისი მშენებლობა 4.1 მილიარდი დოლარი დაჯდა. შენობაშია უსწრაფესი ლიფტები – 64 კმ/სთ. ნებისმიერ ამინდში შენობის უმაღლესი წერტილი მაქსიმუმ 1.5 მეტრით იხრება.

მსგავსი ამბები

Back to top button