გართობაკულტურა

ყველაზე სწრაფები

21f1b4f40045

ყველაზე სწრაფი ადამიანი – იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი. მისი შედეგია 100 მეტრი 9.69 წამში, 200 მეტრი 19.3 წამში, 4×100 მეტრი 37.1 წამში. ეს მაჩვენებლები მან 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დააფიქსირა.

—————–

d6c52ada39da
ყველაზე სწრაფი ქარხნული ავტომობილი – Barabus TKR. სიმძლავრე – 1005 ცხენი, 0-100 კმ/სთ – 1.3 წამი, მაქსიმალური სიჩქარე – 435 კმ/სთ. ძრავა 6 ლიტრი მოცულობისაა 8 ცილინდრით და ორი ტურბოჩარჯერით.

—————–

b2e1d85c246e
ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერია “IBM Roadrunner”. მისი მუშაობის ზღვარია 1.7 პეტაფლოპი (1 პეტაფლოპი = 10^15/1,000,000,000,000,000/ 1 კვადრილიონი მოქმედება წამში). ის 2008 წლის მაისში დამზადდა და 133 მილიონი დოლარი ღირს.

—————–

9fc5f13f4372
ყველაზე მაღალი ჩამოსასრიალებელი – ინსანო, რომელიც 14 სართულიანი შენობის ხელაა (41 მ). დაშვებისას შესაძლებელია 100 კმ/სთ-ზე მეტის განვითარება.

—————–

ყველაზე სწრაფი ტორნადო დაფიქსირდა 1999 წლის 3 მაისს ოკლაჰომას შტატში დილის 7 საათზე: 500 კმ/სთ-ზე მეტი. მან 250 სახლი გაანადგურა.
http://www.youtube.com/watch?v=zYdTLEBddPY

—————–

ddebf5bc2ebd
სამყაროში ყველაზე სწრაფი ნაწილაკია ტახიონი. მათ აქვთ უცნაური თვისება: ენერგიის კლებისას სიჩქარე ემატებათ, ხოლო ენერგიის მომატებისას მოძრაობას ანელებენ. ტახიონის ყველაზე დაბალი სიჩქარეა სინათლის სიჩქარე (300 000 კმ/წმ). ზომაში ატომზე პატარაა და რადგან მისი სიჩქარე აღემატება სინათლისას, ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს.

მსგავსი ამბები

Back to top button